|
![]() |
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N144 საჯარო სკოლის 86 კვ.მ ფართი სასკოლო კვების ბლოკის ფუნქციონირების მიზნით
განაცხადის #:33161CKV106665725 აუქციონის #: 33161 ლოტის #: 1066657 დაწყება/დასრულება: 19/03/2025 15:30 - 24/03/2025 21:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 542 ბიჯი საგარანტიო თანხა: 660GEL
დასრულების დრო: 24.03.2025 21:48:00
გაყიდვის ფასი : 12010.0000 GEL
საწყისი ფასი: 6590 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #144 საჯარო სკოლა მისამართი: ისანი-სამგორი / ორთაჭალის 8 ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 86 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | შენობის მდგომარეობა | ახალი გარემონტებული | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ორთაჭალის I ჩიხი, N5. | შენობის პროექტი | არასტანდარტული | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2 (ორი) წელი | ტელეფონის ნომერი | 595080837 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 საკონტაქტო პირი - სკოლის დირექტორი 595080837 |
მოკლე აღწერილობა | იჯარით გაიცემა ქალაქი თბილისი, ორთაჭალის I ჩიხი N5-ში მდებარე, სსიპ „ქალაქ თბილისის N144 საჯარო სკოლის“ (ს/ნ: 204423472) შენობა-ნაგებობაში განთავსებული 86.00 კვ.მ. ფართი ინვენტარის გარეშე, სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტი) ფუნქციონირების მიზნით |
პირობა | 1. საწყისი თანხა შეადგენს იჯარით უძრავი და მოძრავი ქონებით სარგებლობის წლიურ გადასახადს, რომელშიც არ შედის კომუნალური გადასახადები. ელ. ენერგიის მრიცხველი გამხოლოებულია და მოიჯარე ვალდებული იქნება, მოახდინოს წყლის მრიცხველის გამხოლოებაც, დარეგისტრირდეს აბონენტად და გადაიხადოს აღნიშნული კომუნალური გადასახადები მრიცხველის ჩვენებების მიხედვით; 2. ფართი იჯარით გაიცემა 2 (ორი) წლის ვადით; 3. ფართი იჯარით გაიცემა სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით; 4. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას სანიტარული უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, არ დააზიანოს სკოლის სარგებლობაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონება, ასევე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის წარმართვას და სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველყოფას, დაიცვას სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება; 5. მოიჯარემ უნდა დაიცვას „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართელოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N1601881 24/11/2023წ. ბრძანების მოთხოვნები (იხ.მიმაგრებული ფაილი); 6. მოიჯარეს შეუძლია საკვების ადგილზე დამზადება ან მზა სახით შემოტანა; 7. მეიჯარე იჯარის ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში უფლებამოსილია საკუთარი ძალებით მოახდინოს კვების ობიექტის ინსპექტირება სანიტარული და სხვა ნორმების დაცვის და პროდუქციის ხარისხის შემოწმების მიზნით, ხოლო შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები; 8. მოიჯარემ ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევა ინსპექტირების განსახორციელებლად და წარუდგინოს სკოლას განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის/ინსპექტირების აქტები. 9. საკვებით მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში კანონმდებლობის შესაბამისად. რეგისტრაციისას მიუთითოს საქმიანობის კონკრეტული სახე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით მინიჭებული ნომერი და კონკრეტული საქმიანობის ადგილი/ადგილები (ფაქტიური მისამართი/მისამართები) და წარუდგინოს სკოლას ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან იჯარით აღებული ფართის მისამართზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მითითებით; 10. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში გაუქმებული იქნება მოიჯარესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება; 11. მეიჯარეს უფლება აქვს ხელშეკრულება ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 12. მოიჯარე ვალდებულია, არ მიაწოდოს მომხმარებელს რეგისტრირებული საქმიანობის გარდა სხვა ტიპის მომსახურება (აღნიშნული განსაკუთრებით ეხება საკვების დამზადებას - შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე). აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში მეიჯარეს უფლება აქვს ხელშეკრულება ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს. 13. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას; 14. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები. 15. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |