ამობეჭდვის თარიღი: 01.04.2025 01:26:29
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქართული გლიასესა და ნაყინის მწარმოებელი კომპანიებისათვის, თავიანთი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბრენდირებული ჯიხურების განთავსებისათვის (3 ლოკაცია).
განაცხადის #:39307DFH106669425
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 1066694
რაოდენობა: 3
დაწყება/დასრულება: 20/03/2025 17:30 - 27/03/2025 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 12720GEL
დასრულების დრო: 27.03.2025 12:00:00
გაყიდვის ფასი : 16377.0000 GEL
საწყისი ფასი: 15900 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 477 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)რესტორან აჭარული სახლის გასწვრივ, რესტორან ძველი გემის გასწვრივ და 26 მაისის ქუჩის გასწვრივ
რაოდენობა3ბრძანების ნომერი01-02/74
მიწის ფართობი(მ²)24Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა2026 წლის 01 იანვრამდეტელეფონის ნომერი0422 27 88 08
;
აღწერილობა
აღწერილობა
შეთავაზება ქართული ნაყინისა და გლიასეს მწარმოებელი კომპანიებისათვის, თავიანთი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბრენდირებული სანაყინე ჯიხურების განთავსებისათვის 
მოკლე აღწერილობა

შენიშვნა: ქონება დაკავებულია მესამე პირის მიერ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

 0422 27 88 08
პირობა

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში;

2. საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად;

3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

4. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2026 წლის 01 იანვარმდე საფასურს;

5. აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს/ან პირთა გაერთიანებას, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ ნაყინსა და გლიასეს და სარეალიზაციო პროდუქცია წარმოდგენილი იქნება ქსელური ფასით;

6. აუქციონში გამარჯვებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია თავიანთი ბრენდის შესახებ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის მოწმობა ან/და სხვა ყველა სახის დოკუმენტაცია რაც დაადასტურებს კონკრეტულ ბრენდთან მათ სამართლებრივ ურთიერთობას;

7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე, განათავსოს ნაყინები და გლიასეს ბრენდირებული ჯიხური;

8. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;

9. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციაში შესათანხმებლად წარმოადგინოს განსათავსებელი ობიექტის ვიზუალური მხარე. (აღნიშნული ვიზუალიზაციის წარმოუდგენლობა ან/და ბულვარის მიერ მისი შეუთანხმებლობა გამოიწვევს აუქციონის შედეგების გაუქმებას);

10. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 7 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“;

11. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 30 კალენდარულ დღეში სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე განათავოს არაუმეტეს 8 კვ.მ.-ზე (1 ლოკაციაზე) მსუბუქი კონსტრუქციის ბრენდირებული ჯიხური, რომლისგანაც მოხდება დამსვენებლების მომსახურება ნატურალური პროდუქტების საფუძველზე წარმოებული ნაყინისა და გლიასეს სხვადასხვა ასორტიმენტით;

12. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ბრენდირებულ ჯიხურში წარმოდგენილი პროდუქციის რეალიზაცია განახორციელოს ისე, რომ პროდუქტის საცალო ღირებულება არ აღემატებოდეს კომპანიის ქსელურ ფასს (საქართველოს მასშტაბით);

13. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია- უზრუნველყოს ბათუმის ბულვარის მიერ დაგეგმილ ერთ-ერთი საბავშო ღონისძიების .მხარდაჭერა საკუთარი ბრენდირებული პროდუქციით. (ღონისძიება გათვლილი იქნება სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისათვის;

14. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე განათავსოს ახალი და უხარვეზო ობიექტი, ასევე განათავსოს ბანერი, სადაც მითითებული იქნება პროდუქციის ფასი 2 ენაზე (ქართული და ინგლისური);

15. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

16. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

17. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;

18. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლაპატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება;

19. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი, უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

20. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

21. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;

22. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;

23. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;

24. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გაცემულ ქონებაზე, მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება;

25. მოიჯარეს ეკრძალება სარეალიზაციო კუთხის მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება;

;