|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:პროექტი „ბათუმის ბულვარის ბრენდინგი“-ს ფარგლებში შეთავაზებაა ქართული ნაყინის მწარმოებელი კომპანიებისათვის, თავიანთი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე (3 ლოკაცია) ბრენდირებული ჯიხურების განთავსებისათვის
განაცხადის #:39307DFH106669725 აუქციონის #: 39307 ლოტის #: 1066697 რაოდენობა: 3 დაწყება/დასრულება: 20/03/2025 17:30 - 27/03/2025 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 12000GEL
დასრულების დრო: 27.03.2025 12:00:00
გაყიდვის ფასი : 15450.0000 GEL
საწყისი ფასი: 15000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 450 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი" მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000 ტელეფონი: 995-422278808 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ბათუმის ბულვარში სასტუმრო კოლიზეუმის მიმდებარედ, გრიბოედოვის ქუჩის გასწვრივ და გამსახურდიას ქუჩის გასწვრივ | რაოდენობა | 3 | ბრძანების ნომერი | 01-02/66 | მიწის ფართობი(მ²) | 36 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2026 წლის 01 იანვრამდე | ტელეფონის ნომერი | 0422 27 88 08 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | გამარჯვებულს უფლება ეძლევა განათავსოს ბრენდირებული სანაყინე ჯიხურები 3 ერთეული (3 ლოკაცია) |
მოკლე აღწერილობა | შენიშვნა: ქონება დაკავებულია მესამე პირის მიერ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 0042 27 88 08 |
პირობა | აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს 1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში; 2. საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად; 3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება; 4. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2026 წლის 01 იანვარმდე საფასურს; 5. აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს/ან პირთა გაერთიანებას, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ ნაყინს.; 6. აუქციონში გამარჯვებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია თავიანთი ბრენდის შესახებ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის მოწმობა ან/და სხვა ყველა სახის დოკუმენტაცია რაც დაადასტურებს კონკრეტულ ბრენდთან მათ სამართლებრივ ურთიერთობას. 7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი; 8. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციაში შესათანხმებლად წარმოადგინოს განსათავსებელი ობიექტის ვიზუალური მხარე. (აღნიშნული ვიზუალიზაციის წარმოუდგენლობა ან/და ბულვარის მიერ მისი შეუთანხმებლობა გამოიწვევს აუქციონის შედეგების გაუქმებას); 9. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 7 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“; 10. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 30 კალენდარულ დღეში სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე განათავოს არაუმეტეს 12 კვ.მ.- ზე მსუბუქი კონსტრუქციის ბრენდირებული სანაყინე ჯიხური. (3 ლოკაცია) რომლისგანაც მოხდება დამსვენებლების მომსახურება ნაყინის სხვადასხვა ასორტიმენტით ( რბილი ნაყინი ე.წ. ჩამოსასხმელი ნაყინი, ამოსაღები ნაყინი ე.წ. ნაყინის ბურთები შეიკი). 11. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ბრენდირებულ სანაყინე ჯიხურებში წარმოდგენილი პროდუქციის რეალიზაცია განახორციელოს ისე, რომ პროდუქტის საცალო ღირებულება არ აღემატებოდეს კომპანიის ქსელურ ფასს (საქართველოს მასშტაბით); 12. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია- უზრუნველყოს ბათუმის ბულვარის მიერ დაგეგმილ ერთ-ერთი საბავშო ღონისძიების .მხარდაჭერა საკუთარი ბრენდირებული პროდუქციით. (ღონისძიება გათვლილი იქნება სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისათვის; 13. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე განათავსოს ახალი და უხარვეზო ობიექტი, ასევე განათავსოს ბანერი, სადაც მითითებული იქნება პროდუქციის ფასი 2 ენაზე (ქართული და ინგლისური); 14. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 15. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან; 16. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად; 17. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება; 18. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი, უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 19. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი ვერ დააკმაყოფილებს აუქციონით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს გადახდილი ბე ან წარდგენილი/ გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ და სრულად გადაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 20. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 21. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში; 22. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე; 23. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“; 24. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გაცემულ ქონებაზე, მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება; 25. მოიჯარეს ეკრძალება სარეალიზაციო კუთხის მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება; |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |