|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების, ნაყინის, დესერტისა და ყავის სარეალიზაციო ბრენდირებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის განსათავსებლად
განაცხადის #:39307DFH106669825 აუქციონის #: 39307 ლოტის #: 1066698 დაწყება/დასრულება: 20/03/2025 17:30 - 27/03/2025 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 11600GEL
დასრულების დრო: 27.03.2025 12:00:00
გაყიდვის ფასი : 14935.0000 GEL
საწყისი ფასი: 14500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 435 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი" მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000 ტელეფონი: 995-422278808 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ბათუმის ბულვარში სანაპირო ზოლზე, კოლონადების გასწვრივ | ბრძანების ნომერი | 01-02/75 | მიწის ფართობი(მ²) | 20 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2026 წლის 01 იანვრამდე | ტელეფონის ნომერი | 0422 27 88 08 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების, ნაყინის, დესერტისა და ყავის სარეალიზაციო ბრენდირებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის განსათავსებლად |
მოკლე აღწერილობა | ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 0422 27 88 08 |
პირობა | აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს 1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში; 2. საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად; 3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება; 4. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2026 წლის 01 იანვარმდე საფასურს; 5. აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს/ან პირთა გაერთიანებას, რომლებსაც საქართველოში აქვთ ქსელური მომსახურეობის სერვისი უალკოჰოლო სასმელების, ნაყინის, ყავის და დესერტის მიმსართულებით და აღნიშნულ პროდუქციას რეალიზაციას გაუკეთებენ ქსელური ფასით; 6. აუქციონში გამარჯვებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია თავიანთი ბრენდის შესახებ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, დირექტორის პირადობის მოწმობა ან/და სხვა ყველა სახის დოკუმენტაცია რაც დაადასტურებს კონკრეტულ ბრენდთან მათ სამართლებრივ ურთიერთობას; 7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე, განათავსოს უალკოჰოლო სასმელების, ნაყინის, ყავისა და დესერტის ბრენდირებული ჯიხური; 8. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი; 9. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციაში შესათანხმებლად წარმოადგინოს განსათავსებელი ობიექტის ვიზუალური მხარე. (აღნიშნული ვიზუალიზაციის წარმოუდგენლობა ან/და ბულვარის მიერ მისი შეუთანხმებლობა გამოიწვევს აუქციონის შედეგების გაუქმებას); 10. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 7 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“; 11. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 30 კალენდარულ დღეში სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე განათავოს არაუმეტეს 20 კვ.მ.-ზე მსუბუქი კონსტრუქციის ბრენდირებული ჯიხური, რომლისგანაც მოხდება დამსვენებლების მომსახურება ნაყინის სხვადასხვა ასორტიმენტით ( უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელები, ნაყინი, დესერტი და ყავა). 12. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ბრენდირებულ ჯიხურში წარმოდგენილი პროდუქციის რეალიზაცია განახორციელოს ისე, რომ პროდუქტის საცალო ღირებულება არ აღემატებოდეს კომპანიის ქსელურ ფასს (საქართველოს მასშტაბით); 13. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია- უზრუნველყოს ბათუმის ბულვარის მიერ დაგეგმილ ერთ-ერთი საბავშო ღონისძიების .მხარდაჭერა საკუთარი ბრენდირებული პროდუქციით. (ღონისძიება გათვლილი იქნება სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისათვის; 14. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე განათავსოს ახალი და უხარვეზო ობიექტი, ასევე განათავსოს ბანერი, სადაც მითითებული იქნება პროდუქციის ფასი 2 ენაზე (ქართული და ინგლისური); 15. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 16. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან; 17. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად; 18. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება; 19. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი, უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 20. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 21. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში; 22. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე; 23. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“; 24. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გაცემულ ქონებაზე, მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება; 25. მოიჯარეს ეკრძალება სარეალიზაციო კუთხის მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება; |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |