ამობეჭდვის თარიღი: 01.04.2025 01:09:59
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში ქართული პროდუქციის (ჩურჩხელა, თაფლი, გოზიქნაყი) სარეალიზაციო კუთხის მოსაწყობად
განაცხადის #:39307DFH106755425
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 1067554
დაწყება/დასრულება: 21/03/2025 17:45 - 28/03/2025 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 2 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2000GEL
დასრულების დრო: 28.03.2025 12:00:00
გაყიდვის ფასი : 2650.0000 GEL
საწყისი ფასი: 2500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 75 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ბულვარში აკვაპარკის მიმდებარედ
ბრძანების ნომერი01-02/83მიწის ფართობი(მ²)6
Rs რუკის მხარდაჭერა-სარგებლობაში გადაცემის ვადა2026 წლის 01 იანვრამდე
ტელეფონის ნომერი0422 27 88 08
;
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

 0422 27 88 08
მოკლე აღწერილობა

შენიშვნა: ქონება დაკავებულაია მესამე პირის მიერ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

გამარჯვებულს უფლება ეძლევა  მოაწყოს ქართული პროდუქციის სარეალიზაციო კუთხე

პირობა

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში;

2. საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად;

3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

4. აუქციონში ვაჭრობის შდეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2026 წლის 01 იანვარმდე საფასურს;

5. ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების ვადის პერიოდში, მისთვის სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე განათავსოს ქართული პროდუქციის (ჩურჩხელა, გოზინაყი, თაფლი) სარეალიზაციო ობიექტი;

7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;

8. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში სსიპ ბათუმის ბულვარში შესათნხმებლად წარმოადგინოს განსათვსებელი ობიექტის ვიზუალური მხარე;

9. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში (ამ ვადაში გათვალისწინებულია ასევე ვიზუალის შეთანხმების პერიოდიც) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ ბათუმის ბულვართან;

10. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

11. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

12. თუ გამარჯვებული ვერ დააკმაყოფილებს აუქციონით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ და სრულად გადაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

13. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;

14. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება;

15. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

16. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

17. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;

18. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება;

19. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;

20. გამარჯვებულს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“.

21. მოიჯარეს ეკრძალება სარეალიზაციო კუთხის მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება;


;