|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქალაქ თბილისში, ლევან ჩარკვიანის ქუჩა N10-ში მდებარე 11949.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1, N2 (მიწისქვეშა ნაგებობა), N3 (ნანგრევი) და N4 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა
განაცხადის #:153BV125 აუქციონის #: 153 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: 2025032180830 დაწყება/დასრულება: 24/03/2025 11:00 - 07/04/2025 17:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 753300GEL
მიმდინარე ფასი :
7533000 GEL
საწყისი ფასი: 7533000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა. ტელეფონი: 995-1420 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქალაქი თბილისი, ლევან ჩარკვიანის ქუჩა N10 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | საქმის ნომერი | 2025032180830 | ბრძანების ნომერი | 1/1-1532 | საკადასტრო კოდი | 01.14.16.012.085 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 45 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFO5KZR4bEWtr7Dh3MLBLyfKR6GuS4v11MNdZ[vpLVmq | საკადასტრო რუკა | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFDCFUH0AR9Of[ToInrKI2[QWNFFz2wAebk1r]XJHvEql | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 60 | ტელეფონის ნომერი | 1420 | ქონების ტიპი | უძრავი ქონება |
აღწერილობა
|
აღწერილობა | შენიშვნა: 1. ფუნქციური ზონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.tas.ge-ზე. 2. საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს. 3. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 2081.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება. 4. საპრივატიზებო უძრავ ქონებას კვეთს სს „თელასის“ საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობები (ს.კ N01.00.830 და ს.კ. N01.00.837). სს „თელასის“ 13.03.2025 წლის N0313/150/25 წერილი იხილეთ დანართში N2. 5. საპრივატიზებო ობიექტზე გადის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული N01.00.287 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა (მილსადენი). შესაბამისად დაცული უნდა იყოს წყალსადენ-წყალარინების ქსელებთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები, ასევე სანიტარული და სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები. 6. საპრივატიზებო ობიექტზე გადის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული N01.00.165 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა (ელექტროგადამცემი ხაზი). მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით. ყურადღება! 1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით; 2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ა) ნაღდი ანგარიშსწორებით სს ,, ლიბერთი ბანკში” ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით 3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი. 4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420 6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით. 7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. |
მოკლე აღწერილობა | 11949.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1, N2 (მიწისქვეშა ნაგებობა), N3 (ნანგრევი) და N4 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა |
პირობა | ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში; ბ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 60 (სამოცი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სამედიცინო დაწესებულების შექმნა (რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის ან მათი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების დაწყება; გ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე არანაკლებ 8 000 000 (რვა მილიონი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება; დ) „ბ“ პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების დაწყებიდან, არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, ამავე დაწესებულების სამედიცინო პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საპრივატიზებო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. შესაბამის ბრძანებაში (მიმაგრებულ ფაილებში) მყიდველი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ,,ბ" პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით და რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უნდა უზრუნველყოფდეს ,,ა-გ“ პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას). |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |