|
![]() |
კატეგორია:
სასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუდროში მდებარე 135277 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:00035BV125 აუქციონის #: 00035 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: 2025021780698 დაწყება/დასრულება: 24/03/2025 16:00 - 07/04/2025 17:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 73000GEL
მიმდინარე ფასი :
243500 GEL
საწყისი ფასი: 243500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა. ტელეფონი: 995-1420 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყუდრო | საქმის ნომერი | 2025021780698 | ბრძანების ნომერი | 1/1-1538 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | მარნეული | საკადასტრო კოდი | 83.10.06.552 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 30 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 45 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEF85Ernphl4tNB0XiTwhVUe5ASQ[7gYTXBN3WyHpW4R | საკადასტრო რუკა | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAMwd6YiSMy0sHNNm[CNhQ1Indxs3i0BQrNePdqEnxTG | ტელეფონის ნომერი | 1420 | ქონების ტიპი | უძრავი ქონება |
აღწერილობა
|
აღწერილობა | შენიშვნა: 1) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი ექცევა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - “ყუდროს სურბ მარიამის ეკლესია სასაფლაოზე” ვიზუალური დაცვის არეალში. შესაბამისად მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. უძრავი ნივთის შემდგომში განვითარების, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებული სამშენებლო ან/და მიწის სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, ნებისმიერი ქმედება უნდა შეთანხმდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.2) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე გადის სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კუთვნილი 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი(დაურეგისტრირებელი). მყიდველი ვალდებულია დაიცვას „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წ. N 366 დადგენილების მოთხოვნები. 3) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის ნაწილზე (14459 კვ.მ) ვრცელდება სერვიტუტის უფლება. 4) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება სარგებლობა, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ყურადღება! 1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით; 2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ნაღდი ანგარიშსწორებით სს ,,ლიბერთი ბანკში”, უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით, ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. 3. 30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები. მკაცრად რეკომენდირებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში. 4. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი. 5. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 6. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420 7. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით. 8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. |
მოკლე აღწერილობა | 135277 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყურადღება! საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს: უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი); იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება. |
პირობა | საპრივატიზებო თანხის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. აუქციონში გამარჯვებული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში სსიპ - სახელმწიფო ქონებს ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, იურიდიული პირის წესდება და სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, შესაბამისი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან), რომლითაც უნდა დგინდებოდეს დომინანტი პარტნიორ(ებ)ი, ხოლო თუკი აუქციონში გამარჯვებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორ(ებ)ი არის/არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი - ინფორმაცია/დოკუმენტაცია ყოველი შემდეგი პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ის შესახებ. ამასთან, აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია/ბე აუქციონში გამარჯვებულის მიერ დადგენილ ვადაში აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისას ან/და თუკი აუქციონში გამარჯვებული პირი არ შეიძლება წარმოადგენდეს აუქციონის ფორმით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |