ამობეჭდვის თარიღი: 02.04.2025 12:32:20
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლის 204.33კვ.მ ფართი ნებადართული საქმიანობის ნუსხით დანართი N1 გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით
განაცხადის #:46228EBG106863925
აუქციონის #: 46228
ლოტის #: 1068639
დაწყება/დასრულება: 28/03/2025 10:00 - 04/04/2025 16:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 500GEL
მიმდინარე ფასი : 3830.0000 GEL
საწყისი ფასი: 3800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 30 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #2 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონში / მეუნარგიას ქ 28
ტელეფონი: 971-2952965
თვისებები
გათბობა+აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)204.33
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება+
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მეუნარგიას ქ. N28შენობის პროექტიარასტანდარტული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი
ტელეფონის ნომერი595509757
;
აღწერილობა
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა

 სსიპ ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლის ძირითადი შენობის IV სართულზე  არსებული 204,33კვ.მ ფართის სააქტო დარბაზი იჯარით გაიცემა  ნებადართული საქმიანობების ნუსხით (დანართი N1) გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად   საათობრივად

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 17:00 სთ.-დან 20:00 სთ.-მდე; 

 ფართი იჯარით გაიცემა ინვენტარის გარეშე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სსიპ ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლა. ტელ.:595509757

პირობა

1. სსიპ ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლის ძირითადი შენობის IV სართულზე  არსებული 204,33კვ.მ ფართის სააქტო დარბაზი იჯარით გაიცემა ნებადართული საქმიანობების ნუსხით (დანართი N1) გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად   საათობრივად,მოიჯარეს იჯარით ფართის სარგებლობის უფლება მიეცემა კვირაში 3 დღით ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 17:00 სთ.-დან 20:00 სთ.-მდე;  ფართი იჯარით გაიცემა ინვენტარის გარეშე.

 2. საწყისი ფასი შეადგენს 1 (ერთიწლის საიჯარო ქირას.

 3. ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთიწლის ვადით.

 4.საიჯარო ქირაში  შედის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის სარგებლობის გადასახადი;

5."მოიჯარე"  ვალდებულია განახორციელოს კოსმეტიკური სარემონტო სამუშაო აღნიშნულ ფართზე  ხელშერულების დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

6. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

7. მოიჯარე ვალდებულია  დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოებისა , ჰიგიენური ნორმების  წესები და ზედმიწევნით დაიცვას კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგუალაცია. მოიჯარე, ასევე, ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის წარმართვას;

8.მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და   მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე  ცალმხრივად  შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

9.გამარჯვებულ პირს შეტანილი "ბე" ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

10.თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

11. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.                                                     

12.ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობოდა გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

13.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

14,ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

15. უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც ემსახურება კორონავირუსის პრევენციას.

16. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მიმაგრებულ  ფაილებში  იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

;