|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქ. ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებული 13 603 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.32.23.924), განმეორებით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:9BC125 აუქციონის #: 9 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 26/03/2025 17:00 - 10/04/2025 17:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 639500GEL
მიმდინარე ფასი :
2558000 GEL
საწყისი ფასი: 2558000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 65000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მისამართი: 6118. ქ. ბათუმი. კომახიძის 119. ტელეფონი: 971-422273510 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქ. ბათუმი, კახაბრის დასახლება (ბათუმის სამრეწველო ზონა). | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | მიწის ფართობი(მ²) | 13603 | საკადასტრო კოდი | 05.32.23.924 | გუგლის კოორდინატები | https://www.google.com/maps/d/u/0/edit?mid=1vX42gYOApsH7anqZoI3Cgjt45GfeShg&usp=sharing | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 599 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 612 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAUp4OonmRyPE87tA73F31do8UUZ4nOlNsr3EJjuTy1] | საკადასტრო რუკა | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFClHTfoBnb23vf1pJMZUl8nSaHhL3dpV2xySkitFq8Tq | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი | ტელეფონის ნომერი | 0422273510 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება: თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები რომლებმაც გადაიხადეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს თანხა ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. |
მოკლე აღწერილობა | 13 603 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.32.23.924; შენიშვნა: 1. ნაკვეთი ნაწილობრივ დატბორილია; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონზე 577 90 60 23 ია ზაქარაძე;
|
პირობა | ა. აუქციონში მონაწილეობის „ბე“ განისაზღვროს ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 25%-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საპრივატიზებო საფასურში საბოლოო ანგარიშსწორებისას; ბ. საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად, კერძოდ: ბ.ა. 2025 წლის 1 დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა; ბ.ბ. 2026 წლის 1 ივნისამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა; ბ.გ. 2026 წლის 1 დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა. გ. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 1%-ის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 (ორი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას; დ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი „სამრეწველო ზონა 1“-ის შესაბამისი საწარმოს ან/და წარმოების ხაზის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას (გარდა ინერტული მასალების წარმოებისა) მშენებლობის ნებართვის მიღება; ე. ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიხედვით საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა/ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება ვ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე, საწარმოს ან/და წარმოების ხაზის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას (გარდა ინერტული მასალების წარმოებისა), ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს; ზ. დასაქმებულთა თანაფარდობის და საწარმოს პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში; თ. აღნიშნულ პროექტში არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება. ი. მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში მიწის ნაკვეთის ნაწილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ან/და სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“-ს ან/და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის რეკომენდაციით მითითებულ ადგილას და პერიოდში მოახდინოს გამწვანების ზოლის (ხსენებული უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისი ნარგავების) მოწყობა.
საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს: მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობა (ქონება ითვლება პრივატიზირებულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე). აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის N103 ბრძანებით დამტკიცებული ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი’’
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |