ამობეჭდვის თარიღი: 18.04.2025 15:13:17
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის 176,88 კვ.მ ფართი განთავსებული ინვენტარით, ნებადართული საქმიანობის ნუსხით გათვალისწინებული საქმიანობის ფუნქციონირებისათვის.
განაცხადის #:53087EZX106938525
აუქციონის #: 53087
ლოტის #: 1069385
დაწყება/დასრულება: 31/03/2025 16:00 - 07/04/2025 16:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2850GEL
მიმდინარე ფასი : 11400 GEL
საწყისი ფასი: 11400 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 60 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლა"
მისამართი: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 90/2
ტელეფონი: 995-2775133
თვისებები
სართული2TV-
ცხელი წყალი-გათბობა+
სველი წერტილები5წყალი და კანალიზაცია+
ტელეფონი-ინტერნეტი-
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-აივანი-
ლოჯი-კვადრატულობა(მ²)176.88
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადაორი წელი
ტელეფონის ნომერი2775133,შენობის ფართობი(მ²)4274
საკადასტრო კოდი01.17.13.036.002Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა1ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)ქეთევან დედოფლის გამზირი 90/2
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით: თბილისი, ქეთევან დადოფლის გამზირი 90/2საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისი N87 საჯარო სკოლა; ტელეფონის ნომერი: (032) 2775133

აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისი N87 საჯარო სკოლა აცხადებს ელექტრონულ აუქციონს და იჯარის ფორმით, ორი კალენდარული წლით, გაიცემა სკოლის შენობის მეოთხე სართულზე  არსებული სააქტო დარბაზი (საერთო ფართით 176,88 კვ.მ.) და მასში განთავსებული ინვენტარით, ნებადართული საქმიანობის ნუსხით (დანართი N1) გათვალისწინებული საქმიანობის  ფუნქციონირებისათვის.

პირობა   

იჯარით გაიცემა,ორ კალენდარული წლით, სსიპ- ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქთბილისის N87 საჯარო სკოლის შენობის პირველ სართულზე მდებარე სპორტული დარბაზი, მასში განთავსებულ სკოლის მოძრავ ქონებასთან ერთად (აღნიშნული მოძრავი ქონების დეტალური ჩამონათვალი მოცემულია დანართ N2), საერთო ფართით 176,88 კვ.მ.ნებადართული საქმიანობის ნუსხით (დანართი N4) გათვალისწინებული საქმიანობის  ფუნქციონირებისათვის. კვირის განმავლობაში   41,5 სთ-ით  შემდეგი გრაფიკის შესაბამისად

ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, 18:30 საათიდან 22:00 საათამდე,

შაბათ-კვირას მთელი დღე, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე

 საიჯარო ქირის საწყისი ოდენობა წელიწადში შეადგენს 11400 (თერთმეტი ათას ოთხასი)ლარს, საწყისი თანხა შეადგენს ერთი წლის საიჯარო თანხას ჯამურად. საიჯარო თანხა მოიცავს როგორც უძრავი, ასევე მასშიგანთავსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის ღირებულებას.საიჯარო ქირის ოდენობაში შედის კომუნალური გადასახადები.

ფართი იჯარით გაიცემა ორი წლის ვადით.

ფართით სარგებლობა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვას.     
მოიჯარე ვალდებულია დაიცვას ჰიგიენბური, ხანძარსაწინააღმდეგო  და უსაფრთხოების ზომები, გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას და ინვენტარს, ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.

მეიჯარეს უფლება აქვს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრიულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები.  

გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ჩაეთვლება ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის ბოლო სამი თვის ანგარიშსწორებისას.

თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;
ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.       

ამასთანავე, ხელშეკრულების სავალდებულო პირობები იქნება: საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ,,ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს, წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება და ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია იჯარასთან დაკავშირებით წარმოშობილი უფლება ვალდებულებები დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში. ამასთან უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის საფასურის გადახდა.

მიმაგრებულ  ფაილებში იხილეთ   “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

;