ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 07:47:12
კატეგორია: სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონში (განმეორებითი აუქციონი)
განაცხადის #:77072AM113
აუქციონის #: 77072
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: A13024763
დაწყება/დასრულება: 08/07/2013 15:00 - 16/07/2013 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 6 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3100GEL
დასრულების დრო: 16.07.2013 15:04:00
გაყიდვის ფასი : 18600.0000 GEL
საწყისი ფასი: 0.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო.
მისამართი: 1) ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 29ა (რუსთავის იუსტიციის სახლი) 2) ქ. თეთრიწყარო,კოსტავას ქ. #11 3) ქ. ბოლნისი,სულხან-საბას ქ. #113 4) ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ, #4
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)გარდაბანი, სოფელი მარტყოფისაქმის ნომერიA13024763
ქვეყანასაქართველომიწის ფართობი(მ²)3278
შენობის ფართობი(მ²)354.52საკადასტრო კოდი#81.10.13.347
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია+
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი+
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა23
შეფასების თანხა62000
;
აღწერილობა
აღწერილობა
ყურადღება!
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ.
ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის
დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649
მოკლე აღწერილობა უძრავი ქონება მდებარეობს გარდაბანი, სოფელ მარტყოფში. წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზედ განლაგებულ შენობა-ნაგებობებს.  მიწის ნაკვეთზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი ნაშენებია სამშენებლო წვრილი ბლოკითა და აგურით, ხოლო გადახურულია ე.წ. შიფერით”. სახლის საცხოვრებელი სართული შედგება სამი საძინებელი, სასტუმრო, სამზარეულო და სველი წერტილების ოთახისაგან. ერთი საძინებელი ოთახის იატაკი დაპრესილი ხისაა, ხოლო კედლებზე ძირითადად შპალერია გაკრული. მეორე საძინებელი ოთახის იატაკი დაპრესილი ხისაა, ხოლო კედლები შეღებილია. მესამე საძინებელი და სასტუმრო ოთახის იატაკი ხისაა, ხოლო კედლები გაჯითაა გალესილი. ამასთან, საძინებელი ოთახის კედლებს აღენიშნებათ მომცრო ზომის ბზარები. სამზარეულო ოთახის იატაკზე დაგებულია ლინოლიუმი, ხოლო კედლები გალესილია. სახლის საცხოვრებელ სართულზე განლაგებული ფართის ნაწილის რემონტი ნორმალურ მდგომარეობაშია, ხოლო ფართის ნაწილი საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. ამასთან, საძინებელ ოთახში იატაკიდან ჭერამდე სიმაღლე დაახლოებით 2,85 მეტრია. სახლის საცხოვრებელი სართულის ქვევით განლაგებულია ორი სათავსო და ორდანაყოფიანი სამზარეულო ოთახი. სათავსო ოთახების იატაკი გრუნტისაა. ორდანაყოფიანი სამზარეულო ოთახის იატაკი ნაწილობრივ მობეტონებულია, ნაწილობრივ კი დაგებულია მეტლახი და ფილები. ოთახის კედლები ნაწილობრივ გალესილია, ნაწილობრივ კი გასალესი. სახლის საცხოვრებელი სართულიდან, გარე კიბის მეშვეობით ასვლა შესაძლებელია სახლის მანსარდაში (აღნიშნულ ფართში შესვლა ვერ მოხერხდა). საცხოვრებელ სახლს გააჩნია აივანი.  მიწის ნაკვეთზე განლაგებულია არარეგისტრირებული დამხმარე შენობა-ნაგებობა (გომური), რომელიც ნაშენებია სინკარული ფილებით, აგურითა და სამშენებლო წვრილი ბლოკით, ხოლო გადახურულია სინკარული ფილებით.  მიწის ნაკვეთზე ასევე განლაგებულია აგურით ნაშენები და ე.წ. ,,შიფერით” გადახურული საქათმე და ამორტიზირებულ მდგომარეობაში მყოფი ფუნდამენტი შენობა-ნაგებობისათვის.  მიწის ნაკვეთი დამრეცი რელიეფისაა და მასზედ გაშენებულია ხეხილი. მიწის ნაკვეთი შემოღობილია და მასზედ განლაგებულია მომცრო ზომის ელ. ენერგიის გადამცემი ბოძი.  უზრუნველყოფილია კომუნიკაციებით: ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი (სარწყავი დანიშნულების). 
მიწის ფართობი და დანიშნულება -  3278.00 კვ.მ. (დაზუსტებული)   სასოფლო-სამეურნეო
შენობის ფართობი - საჯარო რეესტრის ამონაწერით: შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:საცხოვრებელი სახლი საერთო ფართი 354.52კვ.მ.

პირობასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება არ აქვს საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
;