ამობეჭდვის თარიღი: 12.04.2025 15:21:01
კატეგორია: ცხოველები/ფრინველები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომები (Otaria Flavescens)
განაცხადის #:68840HNO107087025
აუქციონის #: 68840
ლოტის #: 1070870
რაოდენობა: 3
დაწყება/დასრულება: 02/04/2025 17:00 - 02/05/2025 15:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 27000GEL
მიმდინარე ფასი : 268632 GEL
საწყისი ფასი: 268632 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2700 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
მისამართი: საქართველო, ქ.ბათუმი, რუსთაველის ქ., #51
ტელეფონი: 971-422221730
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)რუსთაველის 51ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმირაოდენობა3
გადახდის პერიოდი60ზომის ერთეულისული
ტელეფონის ნომერი577535035 595198117
;
აღწერილობა
პირობა

აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.

 შემძენი ვალდებულია ქონების სრული ღირებულება სრულად გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან  15  კალედარული დღის ვადაში.

  ქონების შემძენი ვალდებულია ქონების ღირებულების  სრულად გადახდიდან 2 თვის ვადაში, (იმ შემთხვევაში თუ ქონება გაჰყავთ საზღვარგარეთ და საჭიროებს საექსპორტო დოკუმენტაციის შეგროვებას)შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, გაიყვანოს ზღვის ლომები  ტერიტორიიდან. იმ შემთხვევაში თუკი წერილობითი მომართვის საფუძველზე ქონების შემძენი აუქციონატორს თხოვს დამატებით ვადას ქონების გაყვანისთვის, იგი ვალდებულია აუქციონატორს აუნაზღაუროს ქონების შენახვის ხარჯები,  წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუქმდება აუქციონის შედეგები და საპრივატიზებო საფასური დაუბრუნდება ქონების  შემძენს, ხოლო წინასწარ გადახდილი „ბე“ რჩება აუქციონატორის საკუთრებად;

 იმ შემთხვევაში თუკი ქონების შემძენს ზღვის ლომები გაჰყავს საზღვარგარეთ  აუქციონატორი იღებს ვალდებულებას მისი უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმაროს მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საექსპორტო დოკუმენტაციის შეგროვებაში;

ქონების შემძენი ვალდებულია იმოქმედოს  ცხოველთა დაცვის შესახებ შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით და სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების  (ქონების) ტრანსპორტირებისას არ დააღვიოს ტრანსპორტირების ნორმატიული სტანდარტები (IATA-ს  წესები).

ქონების შემძენმა ხელშეკრულების   გაფორმების პროცესში უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია (ფოტო, ცნობა  ან/და  სხვა სახის მტკიცებულებები), რაც დაადასტურებს, რომ მას გააჩნია ცხოველების განსათავსებლად შესაბამისი გარემო და სპეციალისტები (ვეტ. პერსონალი)

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მოკლე აღწერილობაშპს ”შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის” ბალანსზე რიცხული   და მის საკუთრებაში არსებული,  ადგილზე დაბადებული 3  სული სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომი (OTARIA FLAVESCENS)
აღწერილობა

1.ზღვის ლომი „შანელი“- სქესი მდედრი; დაბადების თარიღი:129.07.2022 წელი; წონა  44 კილოგრამი;
2. ზღვის ლომი „ბობო“ -სქესი მდედრი; დაბადების თარიღი:  16.06.2021  წელი; წონა  55 კილოგრამი;

3. ზღვის ლომი „ლილუ“ -სქესი მდედრი; დაბადების თარიღი:  24.07.2022  წელი; წონა  42 კილოგრამი;


ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

;