ამობეჭდვის თარიღი: 11.04.2025 02:59:16
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:იჯარა დიალიზის ცენტრის მოსაწყობად
განაცხადის #:69235HPS107132025
აუქციონის #: 69235
ლოტის #: 1071320
დაწყება/დასრულება: 03/04/2025 15:00 - 07/04/2025 13:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 4602.62GEL
დასრულების დრო: 07.04.2025 13:00:00
გაყიდვის ფასი : 107890.3900 GEL
საწყისი ფასი: 107790.39 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალო, მ. ასათიანის #9
ტელეფონი: 995-599542322
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)819.90
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
შენობის ფართობი(მ²)306საკადასტრო კოდი56.04.51.127
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიწნორიქუჩა(დასახელება/ნომერი)ბაგრატიონის ქ. N 12
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
სათავსო-შეფასების თანხა4602.62
სარგებლობაში გადაცემის ვადა2027 წლის 21ტელეფონის ნომერი599181179
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობა

საიჯარო ქონებას წარმოადგენს: .წნორში, ბაგრატიონის  ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობა-ნაგებობება - N2/1-ში (საერთო ფართით: 819.90 კვ.მ; ) 306 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდა მასზე განთავსებული მოძრავი ქონება. 

აუქციონში მონაწილეობის წინაპირობა -  პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს სადიალიზო პროცესის მართვის ან/და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების შესაბამისი გამოცდილება.

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

საიჯარო ქონების გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის განხორციელების მიზნით, კერძოდ, სადიალიზო ცენტრის მოსაწყობად და აღნიშნული საქმიანობის უწყვეტად   განხორციელების მიზნით, შემდგომში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

-ფართი იჯარით გაიცემა  მოძრავ ქონებასთან ერთად, კერძოდ: 

10 ერთეული ახალი ჰემოდიალიზის აპარატი (Bbraun dialog +)

8 ერთეული ახალი პაციენტის საწოლ-სავარზელი (digital comfort-4 eco)

1 კომპლექტი ახალი წყლის ფილტრაციის სისტემა (უკუოსმოსის დანადგარი Rivamed RM500, წყლის წნევის გამნაძლიერებელი პომპა, წყლის მომზადების პრეფილტრაციის სისტემა)

სარგებლობის მოქმედების ვადა 2027 წლის 21 მარტამდე  ვადით. სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან, კალენდარული წლის განმავლობაში თანაბარწილად, ყოველთვიურად 4602.62 ლარის ოდენობით, საიდანაც უძრავი ქონების იჯარის საფასური წარმოადგენს 1 ლარს, ხოლო უძრავ ქონებაზე განთავსებული მოძრავის ქონების იჯარის ღირებულება წარმოადგენს 4601.62 ლარს.(მოძრავი ქონების საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დადგენილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ)

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს  სადიალიზო ცენტრის გახსნა და შეასრულოს შემდეგი პირობები:

·         საიჯარო ქონების გამოყენება განხორციელდება სამედიცინო საქმიანობის განხორციელების, კერძოდ, სადიალიზო ცენტრის მოსაწყობად და აღნიშნული საქმიანობის უწყვეტად   განხორციელების მიზნით;

·         აუქციონში გამარჯვებულმა უნდა აღჭურვოს საიჯარო ქონება საჭირო ინვენტარით, მოწყობილობით ან/და დანადგარებით, რომელიც უპირობოდ წარმოადგენს ქვემოიჯარის საკუთრებას და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ექვემდებარება  დემონტაჟს და უკან წამოღებას თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან;

·        აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს (ხოლო ქვემეიჯარე აცხადებს თანხმობას) ქვემეიჯარის წინასწარი თანხობის გარეშე, თავისი ხარჯით შეასრულოს მიმდინარე (და არა კაპიტალური) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები და სხვა ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან და ზიანს არ აყენებს საიჯარო ქონებას.

·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს მის მიერ საიჯარო ქონებით სარგებლობის განმავლობაში გახარჯული კომუნალური გადასახადები სრულად, შესაბამისი მომწოდებლისგან მიღებული ქვითრების საფუძველზე.

·      აუქციონში გამარჯვებული ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ვალდებულია დააბრუნოს საიჯარო ქონება ბუნებრივი ცვეთის, ამორტიზაციისა და შესრულებული სარემონტო სამუშაოების (ქვემოიჯარის მიერ ასეთის განხორციელების შემთხვევაში) გათვალისწინებით.  

·         იჯარის საგანი ცენტრს უნდა დაბრუნდეს ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით მას შემდეგ რაც ქვემოიჯარე გაარემონტებს საიჯარო ფართს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვემოიჯარ ვალდებულია აუნაზღაუროს ქვემეიჯარეს შესაბამისი ზიანი სრულად.

·         აუქციონში გამარჯვებული საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ცენტრალური კანალიზაციის მოწყობასა და ბიოტალის მონტაჟს;

·         აუქციონში გამარჯვებულმა საკუთარი ხარჯებით დაარეგისტრიროს სარგებლობის უფლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე;

·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა, არაუგვიანეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თარიღისა;

·          აუქციონში გამარჯვებული ვალდეულია უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, მოძრავი ქონების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების და ნორმების დაცვით, ეკოლოგიურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებთან შესაბამისობაში;

·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემული ქონება გამოიყენოს გადაცემის მომენტისათვის არსებული ფუნქციური დანიშნულებით.

·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების კომუნალური მომსახურების გადასახადები დადგენილი ტარიფისა და წესის მიხედვით, რისთვისაც ცალკე გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციებთან. საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით მოახდინოს აბონენტად რეგისტრაცია;

·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემული ქონება სარგებლობის უფლებით არ გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) მესამე პირს ან სხვაგვარად დატვირთოს იგი ცენტრთან შეუთანხმებლად;

·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში სრულად გადაიხადოს პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და პირობებით

·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია წარუდგინოს ცენტრს წერილობითი ინფორმაცია მოთხოვნისთანავე ხელშეკრულების პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად;

·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია შეუწყოს ხელი ცენტრის უფლებამოსილ პირს ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტური და ვიზუალური მონიტორინგის და სხვა უფლებამოსილებების განხორციელებაში;

·         უზრუნველყოს ყოველი მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება, რომელიც მიადგა იჯარის პერიოდში  მისთვის  იჯარით გადაცემული ფართს (ინფრასტრუქტურა) ან  დაუბრუნოს მას პირვანდელი სახე;

·         იჯარით გადაცემულ ფართში დაიცვას სანიტარული, უსაფრთხოებისა და ხანძარ საწინააღმდეგო ნორმები;

·         თავისი ინიციატივით იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში, ცენტრს პირგასამტეხლოს სახით გადაუხადოს ყოველთვიური საიჯარო ქირის სამმაგი ოდენობა;

·         ვინაიდან უძრავი ქონება წარმოადგენს მესაკუთრის პირობადადებულ საკუთრებას, წინამდებარე ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირთან გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა ცენტრს უპირობოდ შეეძლება წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, ქვემოიჯარეს ხელშეკრულების შედეგად რაიმეს სახის ზიანის /პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა არ წარმოეშობა არცერთი მხარის - არც სააგენტოს და არც მესაკუთრის და არც ქვემეიჯარის მიმართ. 

·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია და პასუხისმგებელია საიჯარო ქონებაში განთავსებული მოძრავი ქონების მოვლა პატრონობაზე;

·         საიჯარო ქონების და მასზე განთავსებული მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი თითოეული მოძრავი ქონების ღირებულების შესაბამისად;

·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ყველა შესაბამისი სისტემის (მათ შორის წყლის ნაკადის) მოწესრიგება, რაც საჭიროა დიალიზის ცენტრის ფუქნციონირებისათვის და შესაბამისი აპარატურის დადგენილი წესით ექსპლუატაციისათვის.

გადაცემული ქონების არასწორი ექპლუატაციის შემთხვევაში, დამდგარ ზიანზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს.

;