ამობეჭდვის თარიღი: 16.04.2025 00:46:44
კატეგორია: სხვა ლიცენზიები და ნებართვები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:აკვაკულტურის ნებართვა
განაცხადის #:115691QUI107162825
აუქციონის #: 115691
ლოტის #: 1071628
დაწყება/დასრულება: 02/05/2025 12:00 - 02/05/2025 18:00
ლოტის სტატუსი: გამოქვეყნებული
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1060200.00GEL
მიმდინარე ფასი : 10600000.00 GEL
საწყისი ფასი: 10600000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100000.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
მისამართი: ძველი თბილისი / დ. აღმაშენებლის გამზ. 150
ტელეფონი: 995-2439512
თვისებები
ბრძანების ნომერი175/სქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)დ. აღმაშენებლის გამზ.150
Rs რუკის მხარდაჭერა+გადახდის პერიოდი28
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრიტელეფონის ნომერი551120558
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობასსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით ელექტრონულ აუქციონს 20 წლის ვადით.
პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

1. ბე-ს თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

ა) პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში და ამ მიზეზით არ განხორციელდა ნებართვის რეალიზაცია.

ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის შესაბამის თანხას.

2. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი „ბე“ ითვლება აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასსა და ნებართვის პირველი 3 წლის საფასურში, რაც ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. ამ ვადის შემდეგ აუქციონზე დაფიქსირებული დარჩენილი თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვარისა, სააგენტოს ანგარიშზე, ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში თანაბარი პროპორციით.

3. თუ აუქციონში გამარჯვებული დაარღვევს ყოველწლიურად გადასახდელი თანხის გადახდის დადგენილ გეგმა-გრაფიკს, იგი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი (ვადაგადაცილებული) თანხის 0,05%-ის ოდენობით. გადასახდელი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 3 თვეს, ამ ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც. აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გადახდის დაკმაყოფილება ხდება საბანკო გარანტიიდან, ნებართვის გამცემის გადაწყვეტილებით. ნებართვის მფლობელმა ამ შემთხვევაში ერთი თვის ვადაში უნდა შეავსოს საბანკო გარანტია. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობის დარღვევას.

4. სანებართვო ფართობი მოიცავს 100 ჰექტარ ტერიტორიას (აღნიშნული ფართობი მოიცავს უშუალოდ ფერმების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, რომელთა განლაგების და დაშორებების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქმიანობის დაწყებამდე), რომელიც მდებარეობს „საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აპრილის N639 განკარგულებით საქართველოს საზღვაო წყლებში მარიკულტურისათვის გამოყოფილ N3(თევზის) ზონის ფარგლებში.

5. ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოსაშენებელ სახეობად განისაზღვრება ცისარტყელა კალმახი (Oncorhynchus mykiss (Walbaum, 1792). ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში -სააგენტო) თანხმობით, მოაშენოს აგრეთვე „საქართველოს წყლებში მობინადრე, ადგილობრივი და ადგილობრივთან გათანაბრებული წყლის ორგანიზმების სახეობების ნუსხის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 9 ივნისის N2-847 ბრძანებით განსაზღვრული წყლის ორგანიზმების სხვა სახეობებიც.

6. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის N232 დადგენილებითა და მათ შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით მათ შორის, საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ და „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით განსაზღვრული სანებართვო პირობები და ვალდებულებები;

ბ) ნებართვის ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში განახორციელოს 55 000 000 (ორმოცდათხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიცია სამ ეტაპად თანდართული საინვესტიციო გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;

გ) „ბ“ პუნქტში მითითებული ინვესტიციის ფარგლებში სრული საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში, საქართველოში თევზის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობაში, თევზის ინკუბატორში/შიდა წყლის აკვაკულტურაში ასევე აღნიშნული ობიექტების წარმადობისა და წარმოების მოცულობების გაზრდის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს ინვესტიცია არანაკლებ 13 000 000 (ცამეტი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც:

გ.ა) ნებართვის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 4 წლისა, ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განთავსებულ აკვაკულტურის კონსტრუქციებში თევზის აღწარმოებისათვის ჩასასმელი მასალის მიღების მიზნით, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე შიდა წყლის აკვაკულტურის წარმოებაში ინვესტირება თანდართული ინვესტიციის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;

გ.ბ) ნებართვის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 4 წლისა, უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე თევზის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა და წარმოებული თევზის საბოლოო პროდუქტად (მათ შორის, გაციება ან/და გაყინვა) საქართველოს ტერიტორიაზე გადამუშავება /დამუშავება, თანდართული ინვესტიციის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. საწარმოს ფუნქციონირება უზრუნველყოს აკვაკულტურის მეურნეობის ნებართვით განსაზღვრულ ვადაში;

დ) სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ საწარმოებში/ობიექტებში უზრუნველყოს ნებართვის ძალში შესვლიდან მე-10 წლიდან არანაკლებ 60 ადამიანის დასაქმება რომელთაგან არანაკლებ 80%-ისა იქნებიან საქართველოს მოქალაქეები. ამ მიზნით, ნებართვის მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, შესაბამის საწარმოებში/ობიექტებში პირთა დასაქმების გეგმა-გრაფიკი (წლების მიხედვით) წარუდგინოს სააგენტოს. უზრუნველყოს აღნიშნული გეგმა-გრაფიკის დაცვა;

ე) სანებართვო ტერიტორიაზე, ნებართვით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის სრულად განთავსებამდე, ან/და ფერმებს შორის არსებულ სივრცეებში (გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციიდან 200 მეტრისა) ხელი არ შეუშალოს სამრეწველო თევზჭერას და პირთა გადაადგილებას, თუ აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქმიანობის დაწყებამდე სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს აკვაკულტურის ფერმების განთავსების კოორდინატები და shp ფაილები;

ვ) „ბ“ და „გ“ პუნქტებით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების თანდართული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში შესრულების, აგრეთვე  7.3 და 7.5 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, ნებართვის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ნებართვის მფლობელმა უზრუნველყოს საქართველოში რეგისტრირებული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (არანაკლებ 3 წლიანი მოქმედების ვადით) სააგენტოში წარდგენა „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო თანხის 3%-ს ოდენობით. საბანკო გარანტიის 10 წელზე ნაკლები ვადით წარდგენის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა მისი განახლება უნდა უზრუნველყოს ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ერთი თვისა;

ზ) აკვაკულტურის კონსტრუქციებში თევზის ჩასმამდე უზრუნველყოს კომპანიის ვეტერინარული სამსახურის შექმნა, რომლის საშუალებითაც განხორციელდება სანებართვო ტერიტორიაზე წარმოებული თევზის დაავადებების პრევენცია, დიაგნოსტირება ან/ და ვეტერინარული შემოწმება. დაავადებ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა. უზრუნველყოს აღნიშნული სამსახურის ფუნქციონირება აკვაკულტურის მეურნეობის ნებართვით განსაზღვრულ ვადაში;

თ) აკვაკულტურის წარმოებისას უზრუნველყოს ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ” და „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი მოსაკრებლის/საფასურის გადახდა;

ი) ნებართვის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 წლისა, განახორციელოს გადაცემული ფართობის წარმოების ტევადობის (carrying capacity) კვლევა და კვლევის შედეგების სააგენტოში წარდგენა. კვლევის შედეგად შესაძლებელია თევზის წარმოების მოცულობების დაზუსტება ან/და სანებართვო ფართობის კორექტირება, რაც არ ჩაითვლება სანებართვო პირობის დარღვევად;

კ) ნებართვის ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, უზრუნველყოს 15 სტუდენტის სწავლის საფასურის დაფინანსება საქართველოს ან წამყვან უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (თევზის მეურნეობის ეკონომიკა, ვეტერინარია იხტიოპათოლოგიის მიმართულებით, აკვაკულტურის ინჟინერია, საკვებწარმოება აკვაკულტურაში და სხვა (აკვაკულტურის სექტორში));

ლ) ნებართვის მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, სააგენტოში შესათანხმებლად წარადგინოს აკვაკულტურის მეურნეობის მართვის გეგმა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული იქნება ზღვის წყლის ხარისხის ფონური მდგომარეობის შესწავლისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელების საკითხები. საქმიანობა განახორციელოს შეთანხმებული მართვის გეგმის შესაბამისად;

მ) ,,ბ-დ” ,ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის/გეგმა-გრაფიკით დადგენილი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 2 თვისა ვალდებულების შესრულების დადასტურების შესახებ სააგენტოს წარუდგინოს მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთის დასკვნა.

7. სხვა სააუქციონო პირობები:

7.1 ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია „საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აპრილის N639 განკარგულებით აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის შესაბამის ნაწილში (რომელიც იმავდროულად არის აკვაკულტურისთვის გამოყოფილი N8 (მოლუსკების) ზონის ნაწილი), კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს მოლუსკი შესაბამის ფართობზე, შეთანხმებული აკვაკულტურის მეურნეობის მართვის გეგმის შესაბამისად.

7.2  აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7.3  მე-6 პუნქტის „ბ-ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ჯარიმის გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს განსახორციელებელი (დარჩენილი) საინვესტიციო ღირებულების 0,05%, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7.4 აკვაკულტურის ნებართვა ძალაში შედის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამისი გადაწყვეტილების გაცემის მომდევნო დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამისი განაცხადი სააგენტოს უნდა წარედგინოს ნებართვის გაცემიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

7.5 თუ აუქციონში გამარჯვებული დაარღვევს ყოველწლიურად გადასახდელი თანხის გადახდის დადგენილ გეგმა-გრაფიკს, იგი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი (ვადაგადაცილებული) თანხის 0,05%-ის ოდენობით. გადასახდელი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 3 თვეს, ამ ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც. აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გადახდის დაკმაყოფილება ხდება საბანკო გარანტიიდან, ნებართვის გამცემის გადაწყვეტილებით. ნებართვის მფლობელმა ამ შემთხვევაში ერთი თვის ვადაში უნდა შეავსოს საბანკო გარანტია. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობის დარღვევას.

7.6 სანებართვო პირობებით გათვალისწინებული საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებებს, შესაძლებელია განხორციელდეს აღნიშული კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ.

7.7 ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ პასუხისმგებლობას.

7.8 ნებართვის მფლობელის მიერ ინვესტიციის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ეტაპისთვის დადგენილი წარმოების ზღვრული მოცულობის 10% ის ფარგლებში სხვაობა არ წარმოადგენს ნებართვის პირობის დარღვევას. წარმოების ზღვრული მოცულობის 10%-ზე მეტი სხვაობა ასევე არ წარმოადგენს ნებართვის პირობის დარღვევას, თუ ნებართვის მფლობელის მიერ დაცულია აკვაკულტურის კონსტრუქციებში თევზის ჩასმის, კვების და წარმოების ტექნოლოგიის სააგენტოსთან შეთანხმებული ციკლი, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნით და წარედგინება სააგენტოს შესაბამისი კალენდარული წლის ბოლომდე.

7.9 ნებართვის მფლობელის მიერ თანდართული ინვესტიციის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული პირველი და მე-2 ეტაპებით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობის 10%-ის ფარგლებში სხვაობა არ წარმოადგენს ნებართვის პირობის დარღვევას იმ პირობით, რომ მის მიერ დაცული იქნება ინვესტიციის ჯამური მოცულობა.

7.10 ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული თანდართული ინვესტიციის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული პირველი ეტაპის საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სათანადო დასაბუთების საფუძველზე, აღარ განახორციელოს დარჩენილი საინვესტიციო ვალდებულები, რაც არ ჩაითვლება სანებართვო პირობის დარღვევად. ამ შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობის 3%-ის ოდენობის თანხა. სააგენტო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ნებართვის მფლობელის მიერ განხორციელებული ინვესტიციისა და წარმოების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სანებართვო ფართობის პროპორციულ შემცირებას.

7.12 ნებართვის მფლობელისათვის განსაზღვრული ზემოაღნიშნული სანებართვო პირობების ცვლილება დასაშვებია ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე და საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას.

7.12 ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის დასაშვებია ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთებისა და მხოლოდ სააგენტოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით. 

;