ამობეჭდვის თარიღი: 19.04.2025 15:09:44
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში სასეირნო ველოსიპედების (რიგშა) განსათავსებლად
განაცხადის #:39307DFH107184125
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 1071841
რაოდენობა: 3
დაწყება/დასრულება: 04/04/2025 17:30 - 11/04/2025 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2400GEL
დასრულების დრო: 11.04.2025 12:00:00
გაყიდვის ფასი : 3090.0000 GEL
საწყისი ფასი: 3000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 90 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქალაქიბათუმი
კვადრატულობა(მ²)12წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ბულვარი, დუმბაძის ქუჩის გასწვრივრაოდენობა3
ბრძანების ნომერი01-02/177Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა2026 წლის 01 იანვრამდეტელეფონის ნომერი0422 27 88 08
;
აღწერილობა
აღწერილობა

 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

0422 27 88 08
მოკლე აღწერილობა
გამარჯვებულს უფლება ეძლევა განათავსოს 3 ერთეული სასეირნო ველოსიპედი რიგშა
პირობა

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში;

2. საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად;

3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

4. აუქციონში ვაჭრობის შდეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2026 წლის 01 იანვარმდე საფასურს;

5. ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების ვადის პერიოდში, მისთვის სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე განათავსოს 4 ერთეული სასეირნო ველოსიპედი (რიგშა)

7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;

8. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში სსიპ ბათუმის ბულვარში შესათნხმებლად წარმოადგინოს განსათვსებელი ობიექტის ვიზუალური მხარე;

9. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში (ამ ვადაში გათვალისწინებულია ასევე ვიზუალის შეთანხმების პერიოდიც) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ ბათუმის ბულვართან;

10. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

11. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

12. თუ გამარჯვებული ვერ დააკმაყოფილებს აუქციონით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ და სრულად გადაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

13. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;

14. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება;

15. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

16. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

17. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;

18. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება;

19. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;

20. გამარჯვებულს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;

21. მოიჯარეს ეკრძალება სარეალიზაციო კუთხის მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება;

;