|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში გასართობი ატრაქციონის განსათავსებლად
განაცხადის #:39307DFH107212425 აუქციონის #: 39307 ლოტის #: 1072124 რაოდენობა: 1 დაწყება/დასრულება: 04/04/2025 17:30 - 11/04/2025 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 5 ბიჯი საგარანტიო თანხა: 4000GEL
დასრულების დრო: 11.04.2025 12:00:00
გაყიდვის ფასი : 5750.0000 GEL
საწყისი ფასი: 5000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 150 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი" მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000 ტელეფონი: 995-422278808 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ბათუმის ბულვარში დელფინარიუმის მოპირდაპირედ მარცხენა მხარეს | რაოდენობა | 1 | ბრძანების ნომერი | 01-02/178 | მიწის ფართობი(მ²) | 50 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2026 წლის 01 იანვრამდე | ტელეფონის ნომერი | 0422 27 88 08 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | შენიშვნა: ქონება დაკავებულია მესამე პირის მიერ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 0422 27 88 08 |
მოკლე აღწერილობა | აუქციონში გამარჯვებულს უფლება ეძლევა ბათუმის ბულვარში, განათავსოს 1 ერთეული ატრაქციონი 100-კვ.მ-მდე |
პირობა | 1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში; 2. საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად; 3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება; 4. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2026 წლის 01 იანვარმდე საფასურს; 5. ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი; 6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი; 7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გამარჯვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“; 8. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება; 9. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან; 10. თუ გამარჯვებული ვერ დააკმაყოფილებს აუქციონით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ და სრულად გადაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 11. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად; 12. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლაპატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება; 13. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 14. მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე, განათავსოს ტექნიკურად გამართული, ვიზუალურად მოწესრიგებული და უსაფრთხო ატრაქციონი; 15. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილი და აკრედიტირებული საინსპექციო ორგანოს მიერ გაცემული, კონკრეტული ატრაქციონ(ებ)ის ტექნიკური ინსპექტირებისა და უსაფრთხოების შესახებ სერტიფიკატ(ებ)ი და ცნობა ატრაქციონ(ებ)ის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) შესახებ; 16. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ატრაქციონის ექსპლუატაციაში გაშვებამდე განსაზღვროს ობიექტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი/ორგანო და შესაბამისი დანიშნის/განსაზღვრის შესახებ დოკუმენტაცია წარმოადგინოს სსიპ „ბათუმის ბულვარში“. 17. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 18. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში; 19. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება; 20. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე; 21. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“; 22. მოიჯარეს ეკრძალება სარეალიზაციო კუთხის მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |