|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:გარდაბანში, სოფელ მარტყოფში, ვაზიანში არსებული 15440.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონება (რკინის კონსტრუქცია-ანძა), გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში, ვაზიანში არსებული 3029.00 კვ.მ; 3278.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში, 97-ე ქუჩაზე, N2-ის მიმდებარედ არსებული 10586.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა
განაცხადის #:178BV125 აუქციონის #: 178 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: 2025040480886 დაწყება/დასრულება: 04/04/2025 17:00 - 17/04/2025 17:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 358510GEL
მიმდინარე ფასი :
1792550 GEL
საწყისი ფასი: 1792550 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა. ტელეფონი: 995-1420 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, ვაზიანი და გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, 97-ე ქუჩა, N2-ის მიმდებარედ | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | გარდაბანი | საქმის ნომერი | 2025040480886 | ბრძანების ნომერი | 1/1-1843 | საკადასტრო კოდი | 81.10.28.634; 81.10.28.297; 81.10.28.1020; 81.10.28.305 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 252 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 267 | ტელეფონის ნომერი | 1420 | ქონების ტიპი | უძრავი ქონება |
აღწერილობა
|
აღწერილობა | 81.10.28.634 81.10.28.297 81.10.28.1020 81.10.28.305 შენიშვნა:1. საპრივატიზებო უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდები: N81.10.28.634 და N81.10.28.305) იყენებს პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. 2. საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N81.10.28.634) განთავსებული მოძრავი ქონება (მათ შორის ტრანსფორმატორი) არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს (გარდა ანძისა). 3. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე გადის დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობა (ელექტროგადამცემი ხაზი), მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით. 4. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი N81.10.28.634) 641.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება. 5. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი N81.10.28.305) 106.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება. 6. საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N81.10.28.634) გადის დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობები (ლითონის მილები). ყურადღება! 1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით; 2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ა) ნაღდი ანგარიშსწორებით სს ,, ლიბერთი ბანკში” ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით 3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი. 4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420 6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით. 7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. |
მოკლე აღწერილობა | 15440.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონება (რკინის კონსტრუქცია-ანძა), 3029.00 კვ.მ; 3278.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, 10586.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა |
პირობა | ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით; ბ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას (რაც შეიძლება მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) უძრავი ქონების შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს)) მიზნით, ამავე უძრავ ქონებაზე არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება. საპრივატიზებო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. შესაბამის ბრძანებაში (მიმაგრებულ ფაილებში) მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს ,,ბ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ,,ბ“ პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულების შესრულების ვადას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |