ამობეჭდვის თარიღი: 19.04.2025 05:33:37
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ კოლეჯი ,,იბერია“ აცხადებს, მის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გაცემისათვის ელექტრონულ აუქციონს
განაცხადის #:48769EMY107314025
აუქციონის #: 48769
ლოტის #: 1073140
დაწყება/დასრულება: 11/04/2025 17:00 - 25/04/2025 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2720GEL
მიმდინარე ფასი : 27200 GEL
საწყისი ფასი: 27200 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ კოლეჯი "იბერია"
მისამართი: ქ.ქუთაისი / ზ. ანჯაფარიძის 61
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქალაქიქუთაისიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზურაბ ანჯაფარიძის #61სარგებლობაში გადაცემის ვადა10 წელი
ტელეფონის ნომერი599058056
;
აღწერილობა
აღწერილობა

აუქციონში მონაწილეობის  წესი და  პირობები

1.   ელექტრონული აუქციონის ფორმით კოლეჯის სარგებლობაში არსებულ ქონების, იჯარით მიმღები შეიძლება იყოს  მხოლოდ იურიდიული პირი;

2.   აუქციონში მონაწილე პირებისათვისსაგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ  ორგანიზაციას;

3.   სსიპ  "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი  მოთხოვნიდან არაუმეტეს  2(ორი) კვირის ვადაში,  გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

4.   მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და გაუფრთხილდეს კოლეჯის ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების წესები.

5.    მოიჯარე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის წარმართვას;

6.    მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

7.   გამარჯვებულ პირს, შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებთ გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

8.   თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

9.                        აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში;

10.                    ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება კოლეჯის ბიუჯეტშითუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

11.                    .სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

12. მიმაგრებულ  ფაილებში ასევე, იხილეთ   სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის 

დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება

მოკლე აღწერილობა

სსიპ კოლეჯი ,,იბერია“  აცხადებს, მის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გაცემისათვის ელექტრონულ აუქციონს:  ქალაქ ქუთაისში, ზურაბ  ანჯაფარიძის ქუჩა 61,შენობა-ნაგებობაში  (საკადასტრო კოდი: 03.04.32.234) განთავსებულ ფართების ნაწილზე,  კერძოდ: შენობა-ნაგებობა N1-ში პირველ სართულზე არსებული 35.34 კვ. და 36.10 კვ. ფართი;  N2  შენობაში არსებული 90,45 კვ. და 49,14 კვ. ფართი და მიმდებარედ 74,65 კვ. მიწის ნაკვეთი,ასევე,  N4 შენობაში არსებული 20 კვ. ფართი.

პირობა

აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს, იჯარით გადაცემული ფართი, რომელიც გაიცემა 10 (ათი) წლის ვადით, გამოიყენოს მხოლოდ ავტორიზირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და მასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარების  მიზნით - იმ პირობით, თუ აღნიშნულით ხელი არ შეეშლება სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, არ მოხდება კოლეჯის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების დაზიანება და დაცული იქნება უსაფრთხოება.

 აუქციონში გამარჯვებულმა იჯარით აღებული ფართი, საკუთარი ხარჯით უნდა აღჭურვოს მისთვის საჭირო ინვენტარით და აქსესუარებით, აგრეთვე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ცალკე აბონენტად რეგისტრაცია, შემდგომში კომუნალური ხარჯების დაფარვის მიზნით. (ელ. ენერგია, წყალმომარაგება, გაზმომარაგება).

            მოიჯარე ვალდებულია საქმიანობის განხორციელების ტერიტორიაზე უზრუნველყოს სისუფთავის დაცვა.

მოიჯარეს უფლება არ აქვს კოლეჯთან შეთანხმების გარეშე ქვეიჯარით გასცეს აღნიშნული ფართი მესამე პირზე.     

აუქციონში გამარჯვებულმა ქირის გადახდა უნდა უზრუნველყოს ყოველ თვეში. აუქციონში გადახდილი საგარანტიო თანხა ჩაითვლება საიჯარო ვადის ბოლო წლის საიჯარო ქირის ოდენობაში. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, აუქციონში გადახდილი საგარანტიო თანხა ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გათვალისწინებული არ იქნება. აუქციონის დასრულების შემდეგ, დაფიქსირებული  თანხის ოდენობა, იქნება წლიური საიჯარო ქირის ოდენობა.

;