ამობეჭდვის თარიღი: 19.04.2025 05:38:31
კატეგორია: სხვა სახის ჯართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:დემონტაჟის შედეგად მიღებული ფანჯრები (გამოწრთობილი შუშით), ალუმინის ფირფიტა (ჯართი) და ლითონის მილკვადრატი (შავი ლითონის ჯართი)
განაცხადის #:131015TLH107338725
აუქციონის #: 131015
ლოტის #: 1073387
დაწყება/დასრულება: 11/04/2025 19:00 - 30/04/2025 12:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 27000GEL
მიმდინარე ფასი : 278900 GEL
საწყისი ფასი: 278900 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი
მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი წერეთლის გამზირი, # 144
ტელეფონი: 971-557737168
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ვაჟა-ფშაველას #29გადახდის პერიოდი50
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა80ტელეფონის ნომერი579088517
;
აღწერილობა
აღწერილობა
აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღეში უნდა წარმოუდგინოს გამყიდველს 
o   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
o სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან დაწესებულების მიერ გაცემულ სათანადო მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
o სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება) ასლები და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
o ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ (შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გაცემული)
o "ბე"-ს  27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის  საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
o უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, (შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გაცემული)  საპრივატიზებო მთლიანი ღირებულების მოცულობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას.
o კომპანია ვალდებულია ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს წარმოუდგინოს, იმ სასწორის რაზეც ხდება ქონების აწონვა, კალიბრაციისა და სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური;
გ) არ წარმოადგინა ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია
ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება საპრივატიზებო ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია, საპრივატიზებო ქონების გამყიდველის ტერიტორიიდან ეტაპობრივი გატანის პროცესში მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
შეტყობინებები და ენა
ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, შეკვეთილი წერილის, კურიერის ან ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
მყიდველს უნდა გააჩნდეს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მიეთითება ხელშეკრულებაში და მასზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი გაგზავნის მომენტიდან.
თითოეული მხარე. მისამართის შეცვლის შემთხვევაში, ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას დარღვევის გამოსწორების ვადის (რომელიც არ აღემატება 5 კალენდარულ დღეს) და პირგასამტეხლოს ოდენობის მითითებით.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს და ქონების შემძენს არ უნაზღაურდება საპრივატიზებო თანხა, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.
მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა მყიდველს არ უბრუნდება.
დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ქ.თბილისი ვაჟა-ფშაველას 29, ()იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი - info.holding@moh.gov.ge
საკონტაქტო პირი ქონების დათვალიერებასთან დაკავშირებით - მამუკა გოგუაძე 579088517

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობა

საპრივატიზებო ქონება შედგება, წარმოდგენილ ფოტო მასალაზე მოცემული, დემონტაჟის შედეგად მიღებული ფანჯარებისგან (გამოწრთობილი შუშით), ალუმინის ფირფიტსაგან (ჯართი) და ლითონის მილკვადრატისაგან (შავი ლითონის ჯართი)

პირობა
აუქციონის დაწყების და დასრულების დრო: 10 (ათი) სამუშაო დღე
ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა:  278,900.00 (ორასსამოცდათვრამეტიათას ცხრაასი ლარი და ნული თეთრი) ლარი.
ბიჯი: 2500.00 (ორიათასხუთასი ლარი და ნული თეთრი) ლარი.
ლოტი: 1 (ერთი)
1. ალუმინის ფანჯარა ჩარჩოს გარეშე 120*125 (გამოწრთობილი შუშა)- საორიენტაციოდ 2000 ცალი - ერთეულის ღირებულება, დაუზიანებლის შემთხვევაში - 83.00 ლარი; დაზიანებულის შემთხვევაში - 68.00 ლარი;
2. ალუმინის ფანჯარა ჩარჩოს გარეშე (გამოწრთობილი შუშა) 58*118  - საორიენტაციოდ 300 ცალი - ერთეულის ღირებულება, დაუზიანებლის შემთხვევაში - 38.00 ლარი; დაზიანებულის შემთხვევაში - 31.00 ლარი;
3. ალუმინის ფირფიტა (ჯართი) - საორიენტაციოდ 30 ტონა - ერთეული კგ-ს ღირებულება 3.2 ლარი;
4. ლითონის მილკვადრატი (შავი ლითონის ჯართი) - საორიენტაციოდ 10 ტონა - ერთეული კგ-ს ღირებულება 0.55 ლარი;

1)ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების (მოძრავი ქონების) შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.

2) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ვადა: აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღე;
3) მყიდველი ვალდებულია ქონების (ფანჯრების) მიღებამდე და/ან მიღების პროცესში, ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლების თანდასწრებით (რაც დადასტურდება შესაბამის ოქმზე ორმხრივი ხელმოწერით), მოახდინოს  სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქონების გადათვლა. ზედმეტობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ზედმეტობით გამოწვეული სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) ხელშეკრულებაში - შეთანხმებით შესაბამისი ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 5 (ხუთ) სამუშაო დღეში. გადათვლის შემდგომ ნაკლებობის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს ნაკლებობით გამოწვეული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) ხელშეკრულებაში - შეთანხმებით, შესაბამისი ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 5 (ხუთ) სამუშაო დღეში.
4) მყიდველი ვალდებულია ქონების (შავი ლითონი და ალუმინის ფირფიტის) მიღებამდე და/ან მიღების პროცესში, ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლების თანდასწრებით (რაც დადასტურდება შესაბამის ოქმზე ორმხრივი ხელმოწერით), მოახდინოს ქონების გადაწონვა, დაკალიბრებული და სერტიფიცირებული  სასწორის საშუალებით, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, დაკორექტირდება სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქონების ჯამური ღირებულება და შევა ცვლილება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში  შეთანხმების სახით. გადაწონვის დროს წონის ზედმეტობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ზედმეტობით გამოწვეული სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) ხელშეკრულებაში - შეთანხმებით შესაბამისი ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 5 (ხუთ სამუშაო) დღეში. გადაწონვის დროს წონის ნაკლებობის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია დაუბრუნოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მყიდველს წონის ნაკლებობით გამოწვეული სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) ხელშეკრულებაში - შეთანხმებით შესაბამისი ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 5 (ხუთ) სამუშაო დღეში.
5) მყიდველი ვალდებულია ქონების დატვირთვა და გატანა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღეში. ამასთან, მყიდველი ვალდებული და პასუხისმგებელია შრომის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვაზე. 
6) მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განხორციელოს ეტაპობრივად და საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მოახდინოს  შეძენილი ქონების საფასურის ( გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) სრულად ანაზღაურება ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
7) ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - ქონების სარეალიზაციო ღირებულების 0,5%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
8) საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - გადაუხდელი თანხის 0,5%- ს, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
9)გამარჯვებულად გამოვლინდება აუქციონში მონაწილე ის პირი, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;