ამობეჭდვის თარიღი: 20.04.2025 21:15:08
კატეგორია: სასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ენისელში მდებარე 6854 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:00060BV125
აუქციონის #: 00060
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2025041780966
დაწყება/დასრულება: 17/04/2025 11:00 - 01/05/2025 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 31000GEL
მიმდინარე ფასი : 104000.0000 GEL
საწყისი ფასი: 103000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ენისელისაქმის ნომერი2025041780966
ბრძანების ნომერი1/1-2125ქვეყანასაქართველო
ქალაქიყვარელისაკადასტრო კოდი57.08.51.000.520
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი30საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEStpT8IqM6MTksKyAlk03uUdOIm22FeFW5RoD9o9wXo
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

შენიშვნა:

1) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის - გრემის ნაქალაქარის ფიზიკური დაცვის არეალში. შესაბამისად მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. უძრავი ნივთის შემდგომში განვითარების, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებული სამშენებლო ან/და მიწის სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, ნებისმიერი ქმედება უნდა შეთანხმდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. ამასთან, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის დანიშნულების/კატეგორიის ცვლილება უნდა შეთანხმდეს სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. იხ. სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 20.12.2022წ N 17/3141 წერილი.
2) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს თიანეთი - ახმეტა - ყვარელი - ნინიგორის საავტომობილო გზის კმ 75-ის მიმდებარედ. ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება.
3) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის ნაწილზე (240 კვ.მ) ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ნაღდი ანგარიშსწორებით სს ,,ლიბერთი ბანკში”, უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით, ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.
3. 30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები. მკაცრად რეკომენდირებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში.
4. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
5. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
6. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420
7. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
მოკლე აღწერილობა6854 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი


ყურადღება!

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს: უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი);  იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება. 
პირობასაპრივატიზებო თანხის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. აუქციონში გამარჯვებული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში სსიპ - სახელმწიფო ქონებს ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, იურიდიული პირის წესდება და სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, შესაბამისი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან), რომლითაც უნდა დგინდებოდეს დომინანტი პარტნიორ(ებ)ი, ხოლო თუკი აუქციონში გამარჯვებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორ(ებ)ი არის/არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი - ინფორმაცია/დოკუმენტაცია ყოველი შემდეგი პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ის შესახებ. ამასთან,  აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია/ბე აუქციონში გამარჯვებულის მიერ დადგენილ ვადაში აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისას ან/და თუკი აუქციონში გამარჯვებული პირი არ შეიძლება წარმოადგენდეს აუქციონის ფორმით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
;