|
![]() |
კატეგორია:
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:მცხეთის მუნიციპალიტეტი, მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება ჩამოსხმის მიზნით (კატეგორია - P, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა - 2920 მ3/წელიწადში).
განაცხადის #:636OTH325 აუქციონის #: 636 ლოტის #: 3 დაწყება/დასრულება: 28/05/2025 12:00 - 28/05/2025 18:00 ლოტის სტატუსი: გამოქვეყნებული ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1200GEL
მიმდინარე ფასი :
10000 GEL
საწყისი ფასი: 10000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150 ტელეფონი: 971-(032)2950030 |
თვისებები
|
ქვეყანა | საქართველო | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 15 | ტელეფონის ნომერი | 2950030 | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | მცხეთის მუნიციპალიტეტი, მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია, |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
| |
მოკლე აღწერილობა | ||
პირობა | საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 25 წელი. ა) ლიცენზიის მფლობელმა აწარმოოს მონიტორინგული დაკვირვებები წყლის დებიტზე, ტემპერატურასა და ქიმიურ შედგენილობაზე; ბ) მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, ლიცენზიის მიღებიდან 2 (ორი) წლის ვადაში შეადგინოს წყლის მარაგების ანგარიში და უზრუნველყოს მისი შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა; გ) ლიცენზიის მფლობელმა განახორციელდეს სანიტარული ზონების დაცვა; დ) ლიცენზიის მოქმედების პერიოდში განხორციელდეს მუდმივი ჰიდროქიმიურ-რეჟიმული დაკვირვებები და სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლი; ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სს ენეგრო-პრო ჯორჯიას 2025 წლის 23 აპრილის №50071523 წერილით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება: ვ) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან; ზ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას; თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე; ი) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება; კ) ლუქის ახსნა-დადება და შესაბამისი აქტის შედგენა რეგულირების საფასურის გადამხდელთა სალიცენზიო ობიექტებზე ხორციელდება – ლიცენზიის გამცემი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ყველა სხვა შემთხვევაში კი – ლიცენზიის მფლობელის მიერ მისი ჩანბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; ლ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭის და ჭაბურ-ღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაციაც. მ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით). ნ) დაცული იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“, „წიაღის შესახებ“, „წყლის შესახებ“ და ”ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონებით, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, ასევე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |