ამობეჭდვის თარიღი: 08.05.2025 03:31:00
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად (7-ე სექტორი მარჯვენა მხარე)
განაცხადის #:39307DFH108371525
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 1083715
დაწყება/დასრულება: 05/05/2025 17:30 - 13/05/2025 12:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 9996GEL
მიმდინარე ფასი : 12495 GEL
საწყისი ფასი: 12495 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 375 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ბულვარში, სასტუმრო ,,მარინა"-ს გასწვრივ მარჯვენა მხარეს
ბრძანების ნომერი01-02/201მიწის ფართობი(მ²)735
საკადასტრო კოდი05.24.02.097Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა2025 წლის 01ნოემბრამდეტელეფონის ნომერი0422278808
;
აღწერილობა
აღწერილობა
ამარჯვებულს უფლება ეძლევა  განათავსოს საპლაჟო ინფრასტრუქტურა  735 კვ.მ-ზე ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე  (სექტორი 7 მარჯვენა მხარეს)
მოკლე აღწერილობა

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

 0422 27 88 08
პირობა

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80%-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში;

2. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

3. ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

4. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2025 წლის 01 ნოემბრამდე საფასურს;

5. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე გადაიხადოს ელექტრონულ აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო თანხა სრულად;

6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;

7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“;

8. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

9. თუ გამარჯვებული ვერ დააკმაყოფილებს აუქციონით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ და სრულად გადაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

10. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

11. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება;

12. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

13. მოიჯარე ვალდებულია სექტორზე განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟე ინფრასტრუქტურა (შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი), სადაც ერთი ერთეული შეზლონგისა და ქოლგის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10( ათი)(1 შეზლონგი - 5ლარი, 1 ქოლგა - 5 ლარი) ლარს;

14. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს დამსვენებელთათვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნა;

15. მოიჯარე ვალდებულია სექტორზე განათავსოს საინფორმაციო ბანერი, სადაც მითითებული იქნება მომსახურეობის ფასები ქართულ და ინგლისურ ენაზე. აღნიშნული ბანერის ვიზუალური მხარე უნდა შეთანხმდეს ბათუმის ბულვართან;

16. მოიჯარე ვალდებულია შეზლონგები განათავსოს სანაპირო ზოლზე თანაბარპროპორციულად;

17. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;

18. მოიჯარე ვალდებულია არ განახორციელოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იჯარის უფლებით გადაცემული ქონების მიმართ;

19. მოიჯარე ვალდებულია არ გასცდეს ხელშეკრულებით გადაცემული ქონების საზღვრებს;

20. მოიჯარე ვალდებულია აუნაზღაუროს სსიპ „ბათუმის ბულვარს“ სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული ზიანი(ასეთის არსებობის შემთხვევაში).

21. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;

22. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

23. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;

24. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;

25. მოიჯარეს, მეიჯარის თანხმობის გარეშე, ეკრძალება იჯარით გადაცემული ქონების შემოღობვა ან/და ნებისმიერი სხვა სახით შემოსაზღვრა, რომელიც შეაფერხებს მესამე პირების იჯარის საგანთან წვდომას;

26. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გადაცემულ ქონებაზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის(მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთვსება;

27. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს თანხმობის გარეშე.

28. მოიჯარე უფლებამოსილია დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე არაუმეტეს 5 კვ.მ.-ზე განათავსოს სზღვაზე სასეირნო დაფები (საბბორდები).

;