|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად (14-ე სექტორი)
განაცხადის #:39307DFH108374725 აუქციონის #: 39307 ლოტის #: 1083747 დაწყება/დასრულება: 05/05/2025 17:30 - 13/05/2025 12:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 2 ბიჯი საგარანტიო თანხა: 5440GEL
მიმდინარე ფასი :
7208.0000 GEL
საწყისი ფასი: 6800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 204 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი" მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000 ტელეფონი: 995-422278808 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ბათუმის ბულვარში არდაგანის ტბის გასწვრივ | ბრძანების ნომერი | 01-02/206 | მიწის ფართობი(მ²) | 400 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2025 წლის 01 ნოემბრამდე | ტელეფონის ნომერი | 0422 27 88 08 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | გამარჯვებულს უფლება ეძლევა განათავსოს საპლაჟო ინფრასტრუქტურა 400 კვ.მ-ზე ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე (სექტორი 14) |
მოკლე აღწერილობა | ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 0422 27 88 08 |
პირობა | 1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80%-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში; 2. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება; 3. ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი; 4. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2025 წლის 01 ნოემბრამდე საფასურს; 5. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე გადაიხადოს ელექტრონულ აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო თანხა სრულად; 6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი; 7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“; 8. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება; 9. თუ გამარჯვებული ვერ დააკმაყოფილებს აუქციონით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ და სრულად გადაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 10. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან; 11. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება; 12. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 13. მოიჯარე ვალდებულია სექტორზე განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟე ინფრასტრუქტურა (შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი), სადაც ერთი ერთეული შეზლონგისა და ქოლგის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10( ათი)(1 შეზლონგი - 5ლარი, 1 ქოლგა - 5 ლარი) ლარს; 14. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს დამსვენებელთათვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნა; 15. მოიჯარე ვალდებულია სექტორზე განათავსოს საინფორმაციო ბანერი, სადაც მითითებული იქნება მომსახურეობის ფასები ქართულ და ინგლისურ ენაზე. აღნიშნული ბანერის ვიზუალური მხარე უნდა შეთანხმდეს ბათუმის ბულვართან; 16. მოიჯარე ვალდებულია შეზლონგები განათავსოს სანაპირო ზოლზე თანაბარპროპორციულად; 17. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად; 18. მოიჯარე ვალდებულია არ განახორციელოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იჯარის უფლებით გადაცემული ქონების მიმართ; 19. მოიჯარე ვალდებულია არ გასცდეს ხელშეკრულებით გადაცემული ქონების საზღვრებს; 20. მოიჯარე ვალდებულია აუნაზღაუროს სსიპ „ბათუმის ბულვარს“ სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული ზიანი(ასეთის არსებობის შემთხვევაში). 21. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში; 22. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 23. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე; 24. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“; 25. მოიჯარეს, მეიჯარის თანხმობის გარეშე, ეკრძალება იჯარით გადაცემული ქონების შემოღობვა ან/და ნებისმიერი სხვა სახით შემოსაზღვრა, რომელიც შეაფერხებს მესამე პირების იჯარის საგანთან წვდომას; 26. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გადაცემულ ქონებაზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის(მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთვსება; 27. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს თანხმობის გარეშე. 28. მოიჯარე უფლებამოსილია დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე არაუმეტეს 5 კვ.მ.-ზე განათავსოს სზღვაზე სასეირნო დაფები (საბბორდები). |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |