ამობეჭდვის თარიღი: 29.04.2025 15:01:37
კატეგორია: სამშენებლო მასალები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ლითონის მილები
განაცხადის #:27944JP11237113
აუქციონის #: 27944
ლოტის #: 112371
რაოდენობა: 12511
დაწყება/დასრულება: 09/08/2013 18:00 - 29/08/2013 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 95000GEL
მიმდინარე ფასი : 74.5 GEL
საწყისი ფასი: 74.5 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2.5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: იურიდიული პირი
მისამართი: საქართველო, თბილისი, გულუას ქ. #4
ტელეფონი: 971-322601601
თვისებები
ქალაქიქუთაისიქუჩა(დასახელება/ნომერი)წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ქვეყანასაქართველორაოდენობა12511
;
აღწერილობა
აღწერილობა
ექსპლოატაციაში ნამყოფი, მეორადი მოხმარებისათვის ვარგისი, მიწისქვეშ განთავსებული მაგისტრალური ქსელი, საორიენტაციო სიგრძით - 12 511 (თორმეტიათას ხუთას თერთმეტი) გრძივი მეტრი დ=630 მმ 

მოკლე აღწერილობა
ერთი გრძივი მეტრის ღირებულება შეადგენს:
დ=630 მმ  – ერთი გრძივი მეტრი - 74,5 ლარი

აუქციონი გაიმართება ერთ გრძივ მეტრზე წარმოდგენილი ფასის მიხედვით
სავარაუდო ჯამური ღირებულება 
932 069,5 (ცხრაასოცდათორმეტიათას სამოცდაცხრა ლარი და ორმოცდაათი თეთრი)  ლარი. (კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედი გადასახადების ჩათვლით).

სავარაუდო სიგრძე - 12 511 (თორმეტიათას ხუთას თერთმეტი) გრძივი მეტრი დ=630 მმ 
პირობა
საპრივატიზებო ქონების ზუსტი სიგრძე დაუზუსტებელია. გამარჯვებული ვალდებულია, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან (უფლებამოსილ წარმომადგენელთან) ერთად დააზუსტოს მილების სიგრძე;
მილების მიწიდან ამოღებისა და სიგრძის დაზუსტების ხარჯები ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს. ამავდროულად, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თავად უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ნებართვების ლიცენზიების თუ ადმინისტრაციული ორგანოების თანხმობის მიღება შესაბამისი სამუშაოების განხორციელებისათვის;
გამომდინარე იქედან, რომ მაგისტრალური ქსელი მიწის ქვეშ არის განთავსებული, რამოდენიმე ადგილზე კვეთს როგორც გზის სავალ ნაწილს, ასევე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ობიექტებს. იმის გათვალისწინებით, რომ წყალსადენის ქსელიდან მცირე ნაწილი გადის კერძო მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, მისი მიწის ნაკვეთიდან ამოღება დამოკიდებული იქნება შემძენსა და მესაკუთრეს შორის მოლაპარაკებაზე, რომლის შედეგებზე კომპანია პასუხისმგებელი ვერ იქნება. შესაბამისად, საპრივატიზებო   ქონების სიგრძის დაზუსტება მოხდება გამარჯვებულსა და მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკებების შედეგების გათვალისწინებით; 
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონში გამარჯვებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის ვადაში სრულად განახორციელოს ქონების მიწიდან ამოღება. ამასთან, გამარჯვებული ვალდებულია მიწის უკუჩაყრაზე გრუნტის პირველადი მდგომარეობის დაბრუნების მიზნით;
გამარჯვებული ვალდებულია მილების დემონტაჟიდან მაქსიმუმ ორი თვის ვადაში გაიტანოს ამოღებული მილები ტერიტორიიდან. მილების ამოღებისა და სიგრძეების დაზუსტების შემდგომ თანხის დაფარვამდე მილების შენახვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს; 
თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, მილების ამოღებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში. გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს მხარეების მიერ დაზუსტებული ქონების ის საფასური რაზეც განხორციელდა მიღება-ჩაბარება. ქონების საფასური განისაზღვრება მისი ერთეულის ღირებულებისა და დაზუსტებული სიგრძის ნამრავლით.
ქონების ტრანსპორტირებისა და სხვა ნებისმიერ ხარჯს უზრუნველყოფს აუქციონში გამარჯვებული შემსყიდველი.

აუქციონში გამარჯვებულს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 291 90 60


;