|
![]() |
კატეგორია:
სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის 1/7 წილი ბოლნისის რაიონში
განაცხადის #:8366AM113 აუქციონის #: 8366 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: A13005815 დაწყება/დასრულება: 19/09/2013 15:00 - 27/09/2013 15:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 235GEL
დასრულების დრო: 27.09.2013 15:00:00
გაყიდვის ფასი : 235.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 235 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო. მისამართი: 1) ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 29ა (რუსთავის იუსტიციის სახლი) 2) ქ. თეთრიწყარო,კოსტავას ქ. #11 3) ქ. ბოლნისი,სულხან-საბას ქ. #113 4) ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ, #4 ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | რაიონი ბოლნისი, სოფელი სავანეთი (1/7 წილი) | საქმის ნომერი | A13005815 | ქვეყანა | საქართველო | საკადასტრო კოდი | 80.04.63.216 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | + | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 4700 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
მოკლე აღწერილობა | უძრავი ქონება მდებარეობს რაიონი ბოლნისი, სოფელ სავანეთში. წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზედ განლაგებულ შენობა-ნაგებობებს. მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა #1 წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს. საცხოვრებლი სახლი ნაშენებია სამშენებლო ქვითა და აგურით, ხოლო გადახურულია თუთიის (ე.წ. ,,ცინკი”) ფურცლებით. სახლის საცხოვრებელ სართულზე ასვლა შესაძლებელია გარე კიბით. სახლის საცხოვრებელი სართული შედგება შესასვლელი, ორი საძინებელი და სასტუმრო ოთახისაგან. ასევე ოთახისაგან, რომელშიც მოწყობილია სამზარეულო. შესასვლელი ოთახის იატაკი ხისაა, ხოლო კედლები შეღებილია. საძინებელი ოთახების იატაკი ხისაა, ხოლო კედლებზე გაკრულია შპალერი. სასტუმრო ოთახის იატაკზე დაგებულია პარკეტი, ხოლო კედლები შეღებილია. სახლის საცხოვრებელი სართულის რემონტი ნორმალურ მდგომარეობაშია, ამასთან ერთი ოთახის (სადაც მოწყობილია სამზარეულო) ჭერი დაზიანებულია. შესასვლელი ოთახის იატაკიდან ჭერამდე სიმაღლე დაახლოებით 2,94 მეტრია. სახლის საცხოვრებელი სართულის ქვევით განლაგებულია ერთი მომცრო და ერთი მოზრდილი ზომის სათავსო ოთახი, რომელთა იატაკიც მობეტონებულია, ხოლო კედლები გალესილი. მოზრდილი ზომის სათავსო ოთახიდან ჩასვლა შესაძლებელია მარანში. ამასთან, მოზრდილი სათავსო ოთახის იატაკიდან ჭერამდე სიმაღლე დაახლოებით 2,27 მეტრია. საცხოვრებელ სახლს გააჩნია მოზრდილი ზომის აივანი. საცხოვრებელ სახლზე მიდგმულია მომცრო ზომის ოთახი. შენობა-ნაგებობა #2 ნაშენებია ძირითადად აგურით. შენობა-ნაგებობა შედგება შესასვლელი და ორი სააბაზანო ოთახისაგან, რომელთა იატაკზეც დაგებულია მეტლახი, ხოლო კედლებზე ძირითადად გაკრულია კაფელი. აღნიშნული ფართის რემონტი ნორმალურ მდგომარეობაშია. შენობა-ნაგებობა #3 გადახურულია ე.წ. ,,შიფერით” და გადაბმულია შენობა-ნაგებობა #2-ზე. ნაგებობა შედგება ორი ოთახისაგან და წინა მხრიდან ღია ფართისაგან. ერთი ოთახის იატაკი დაპრესილი ხისაა, ხოლო ოთახის რემონტი მოძველებულ მდგომარეობაშია. მეორე ოთახში შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა. მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ მოასფალტებულ-მობეტონებულია. მიწის ნაკვეთზე ნაწილობრივ დაყრილია ღორღი, ხოლო გრუნტოვან ნაწილზე გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები. საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილია ტალავერი. ნაკვეთზე განლაგებულია კაპიტალურად ნაშენები, არარეგისტრირებული, დამხმარე შენობა-ნაგებობა (საქათმე) და ე.წ. ,,შიფერით” გადახურული ფარდულის ტიპის კონსტრუქცია. უზრუნველყოფილია ელ. ენერგიის კომუნიკაციით. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: - საჯარო რეესტრის ამონაწერით: სხვა ფართი:#1 განაშენიანების ფართი-237კვ,მ #2 განაშენიანების ფართი-21კვ,მ #3 განაშენიანების ფართი-146კვ,მ მიწის ფართობი: 1590.00 კვ.მ (დაზუსტებული) |
პირობა | ყურადღება! დატვირთულია საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის უფლებით. 2013 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით დავალიანებას შეადგენს 148.64 ლარს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |