|
![]() |
კატეგორია:
სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონში
განაცხადის #:8449AM213 აუქციონის #: 8449 ლოტის #: 2 საქმის ნომერი: A13009689 დაწყება/დასრულება: 26/09/2013 15:00 - 04/10/2013 15:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1750GEL
მიმდინარე ფასი :
17500 GEL
საწყისი ფასი: 17500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 350 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო. მისამართი: 1) ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 29ა (რუსთავის იუსტიციის სახლი) 2) ქ. თეთრიწყარო,კოსტავას ქ. #11 3) ქ. ბოლნისი,სულხან-საბას ქ. #113 4) ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ, #4 ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | გარდაბანი, სოფელი მარტყოფი | საქმის ნომერი | A13009689 | ქვეყანა | საქართველო | მიწის ფართობი(მ²) | 3000 | საკადასტრო კოდი | #81.10.12.406 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | + | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | + | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 35000 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
მოკლე აღწერილობა | უძრავი ქონება მდებარეობს გარდაბანი, სოფელ მარტყოფში. შესაფასებელი ობიექტი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზედ განლაგებულ შენობა-ნაგებობებს. შენობა-ნაგებობა #1 საცხოვრებელი სახლია, რომელიც ნაშენებია ძირითადად სამშენებლო წვრილი ბლოკითა და სამშენებლო ქვით, ხოლო გადახურულია თუნუქის ფურცლებით. საცხოვრებელი სახლი ერთსართულიანია, რომლის ზემოთაც დაწყებულია მანსარდის მშენებლობა. წინა მხრიდან საცხოვრებელ სახლში შესვლა შესაძლებელია მომცრო კიბის მეშვეობით. საცხოვრებელი სახლი შედგება: შესასვლელი, ერთი სათავსო და ხუთი ოთახისაგან. ამასთან, აღნიშნული ხუთი ოთახიდან სამი საძინებელ ოთახს წარმოადგენს. შესასვლელი და ერთი საძინებელი ოთახის იატაკი ხისაა, ხოლო კედლები ძირითადად გაჯითაა გალესილი. შესასვლელ ოთახში მოწყობილია სამზარეულო. მეორე საძინებელი ოთახის იატაკი მობეტონებულია, ხოლო კედლები გალესილია. მესამე საძინებელი ოთახის იატაკი ბეტონისაა (მასზედ დაგებულია ლინოლიუმი), ხოლო კედლებზე ნაწილობრივ გაკრულია შპალერი, ხოლო ნაწილობრივ გალესილია. დარჩენილი ორი ოთახის კედლები ნაწილობრივ გალესილია, ნაწილობრივ კი გასალესი. ერთი მათგანის იატაკი ბეტონისაა, ხოლო მეორე მათგანის იატაკი ხისაა. ამასთან, ხის იატაკი ამორტიზირებულ მდგომარეობაშია. სათავსო ოთახის კედლები გასალესია. სახლის საცხოვრებელი სართულის იატაკიდან ჭერამდე სიმაღლე დაახლოებით 3,02 მეტრია. შესაფასებელი საცხოვრებელი სახლი სარემონტო მდგომარეობაშია. შენობა-ნაგებობა #1-ში საცხოვრებელი ფართის გარდა, განლაგებულია დამხმარე ფართი, რომელშიც მოწყობილია საღორე, საქათმე და გომური. შესაფასებელი მიწის ნაკვეთი ვაკე რელიეფისაა. მიწის ნაკვეთი შემოღობილია და მასზედ განლაგებულია მომცრო ზომის კონსტრუქცია, რომელიც ძირითადად ამორტიზირებულ მდგომარეობაშია. ნაკვეთის მცირე ნაწილი მობეტონებულია, ხოლო გრუნტოვან ნაწილზე აღმოცენებულია მცენარეები (ძირითადად ხეხილი, ასევე ვენახი). მიწის ნაკვეთზე განლაგებულია კაპიტალური საპირფარეშო, რომელიც ნაშენებია აგურით, ხოლო გადახურულია ე.წ. ,,შიფერით”. მიწის ნაკვეთზე ასევე განლაგებულია არარეგისტრირებული ნაგებობა, რომელიც ნაშენებია აგურითა და სამშენებლო წვრილი ბლოკით. ნაგებობა ორდანაყოფიანია და სავარაუდოდ გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებით. მიწის ნაკვეთზე შესვლა შესაძლებელია ორი გზიდან. უზრუნველყოფილია კომუნიკაციებით: ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: - საჯარო რეესტრის ამონაწერით: შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:#1 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით – 276.02 კვ.მ. |
პირობა | ყურადღება! უძრავი ქონება დატვირთულია გარდამავალი იპოთეკის უფლებით, ხელშეკრულება #101117310, განცხადების რეგისტრაციის ნომერი 882010867214, დამოწმების თარიღი 05/11/2010. იპოთეკარის ძირითადი მოთხოვნა შეადგენს 4 000 აშშ დოლარს. თანხა წარმოადგენს მზარდს . სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება არ აქვს უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |