ამობეჭდვის თარიღი: 11.05.2025 15:42:14
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. თელავი, ტაბიძის შესახვევი, მიწისქვეშა მტკნარი წყალი (სამეწარმეო დანიშნულებით, კატეგორია - A, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა – 6 000 მ3/წელიწადში).
განაცხადის #:33DQB213
აუქციონის #: 33
ლოტის #: 2
დაწყება/დასრულება: 02/12/2013 12:00 - 02/12/2013 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 239GEL
დასრულების დრო: 02.12.2013 18:00:00
გაყიდვის ფასი : 213.4000 GEL
საწყისი ფასი: 194 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 19.4 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: გარემოს ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ 150
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქითელავი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თელავი, ტაბიძის შესახვევი.Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი15
;
აღწერილობა
აღწერილობა
 
გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით:

საგარანტიო თანხის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს "ლიბერთი ბანკში" ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი თანხა ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს(რომელზეც სურს რომ მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებს(ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601  ან 032 43 95 35
პირობა
 
საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან მოსაკრებელს.

სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 25 წელი.

ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;
ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის  მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი  წყლის  მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;
დ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;
ე) ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პირი;
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭის და ჭაბურღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაციაც. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს დაკაპტაჟება;
ზ) უნდა ჩატარდეს მონიტორინგული დაკვირვებები წყლის დებეტზე ტემპერატურასა და ქიმიურ შემადგენლობაზე;
თ) უნდა განხორციელდეს სანიტარული ზონების დადგენა და დაცვა;
ი) ექსპლუატაციის პერიოდში უნდა ჩატარდეს მუდმივი ჰიდროქიმიური რეჟიმული დაკვირვებები და სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლი;
კ) უნდა აღიკვეთოს წყლის უმიზნოდ დაღვრა;
ლ) სანიტარიული ნორმების დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს სალიცენზიო ობიექტის (ჭაბურღილის) შემოღობვა და ჭაბურღილის საცავი მილების გარშემო 1,5 მეტრის დიამეტრის ბეტონის დასხმა;
მ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).
ნ) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით  და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცეზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.
;