|
|
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
|
დასახელება:ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N51-ში არსებული 33000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N9 შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:457BV126 აუქციონის #: 457 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: 2026101583234 დაწყება/დასრულება: 15/10/2026 17:00 - 13/11/2026 17:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 656500GEL
მიმდინარე ფასი :
6565000 GEL
საწყისი ფასი: 6565000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა. ტელეფონი: 995-1420 |
|
თვისებები
|
| ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქალაქი წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N51 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | წყალტუბო | საქმის ნომერი | 2026101583234 | ბრძანების ნომერი | 1/1-8790 | საკადასტრო კოდი | 29.08.35.118 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 61 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFO4kA7gqa0]IaZ8acrAar6VDYtKWC7M]KchjsTmodlb8 | საკადასტრო რუკა | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFOt8yXAFwYqFcJuD03gRe2nUyTDeWkoGoU0Sc7oXkdYX | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 76 | ტელეფონის ნომერი | 1420 | ქონების ტიპი | უძრავი ქონება |
|
აღწერილობა
|
| აღწერილობა | შენიშვნა: 1.საპრივატიზებო ობიექტზე გადის სს „სილქნეტის“ საკუთრებაში არსებული N29.00.034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა (კავშირგაბმულობის ხაზი). 2. საპრივატიზებო ობიექტს იყენებენ პირები (მათ შორის საცხოვრებელი მიზნებისთვის) მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. 3. საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებულია შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები, მომავალი მესაკუთრის მიერ დაცული უნდა იყოს შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი წყალმომარაგების/წყალარინების მოქმედი ქსელის ექსპლუატაციისათვის საჭირო არეალი (წყალმომარაგების მილსადენის კედლებიდან ორივე მხარეს 5-5 მეტრი დაშორება და წყალარინების მილსადენის კედლებიდან ორივე მხარე 3-3 მეტრი დაშორება) და სანიტარიული წესები, საქართველოს საკანონმდებლო/კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ექსპლუატაციისათვის საჭირო არეალში დაუშვებელია ნებისმიერი სახის მშენებლობა. მიზანშეწონილია მომავალმა მესაკუთრემ მიმართოს შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის რეგიონულ ფილიალს ან/და წყალტუბოს სერვის ცენტრს (წყალმომარაგების/წყალარინების მილსადენის მდებარეობის ადგილზე დასაზუსტებლად). სიტუაციური ნახაზი იხილეთ N2 დანართში. 4. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 4045.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება. 5. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში, შესაბამისად მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, უძრავი ქონების შემდგომი განვითარების, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სამუშაოს დაგეგმვის შემთხვევაში, შესაბამისი ქმედებები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეთანხმდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. 6. საპრივატიზებო ობიექტზე/ში განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს. ყურადღება! 1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით; 2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ა) ნაღდი ანგარიშსწორებით სს ,, ლიბერთი ბანკში” ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით 3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი. 4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420 6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით. 7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. |
| მოკლე აღწერილობა | 33000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N9 შენობა-ნაგებობები |
| პირობა | ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში. ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმროს (რომელიც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საკონფერენციო დარბაზ(ებ)ს, რესტორანს/რესტორნებს) შექმნა (რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის/ბრენდის სახელით; გ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 42 377 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება; მყიდველი ვალდებულია: შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც „ბ" პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 თვით და რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს „ა-გ" პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას). |
| მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
|
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
| Email: info@service.gov.ge |
| სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |