ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 15:14:42
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ წყალტუბოში, შოთა რუსთაველის ქუჩა N47-ში არსებული 104176.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) N2-N7, N8 (ნანგრევი), N9 (კიბე), N10 (კიბე), N11, N12 (კიბე), N13, N14 (წყლის ავზი), N15 (წყლის ავზი), N16 (წყლის ავზი), N17-N21 (კოლონა) შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:458BV126
აუქციონის #: 458
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2026101583233
დაწყება/დასრულება: 15/10/2026 17:00 - 13/11/2026 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 877400GEL
მიმდინარე ფასი : 8774000 GEL
საწყისი ფასი: 8774000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი წყალტუბო, შოთა რუსთაველის ქუჩა N47ქვეყანასაქართველო
ქალაქიწყალტუბოსაქმის ნომერი2026101583233
ბრძანების ნომერი1/1-8793საკადასტრო კოდი29.08.35.153
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი61ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFH0LQadVjJtIK1AdeOiUdDStX9ElKrqbDRcgO3t27]l8საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა76
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა
შენიშვნა:

1. საპრივატიზებო ობიექტს იყენებენ პირები (მათ შორის საცხოვრებელი მიზნებისთვის) მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

2. საპრივატიზებო ობიექტზე გადის სს „სილქნეტის“ საკუთრებაში არსებული N29.00.034 და N29.00.038 საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობები (კავშირგაბმულობის ხაზი).

3. საპრივატიზებო ობიექტზე  განთავსებულია შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი  წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები, ასევე, კომპანიის დაკვეთით, ქ. წყალტუბოში მიმდინარე წყალარინების სისტემის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალარინების ქსელების მოწყობა, მომავალი მესაკუთრის მიერ დაცული უნდა იყოს შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი წყალმომარაგების/წყალარინების მოქმედი ქსელის ექსპლუატაციისათვის საჭირო არეალი (წყალმომარაგების მილსადენის კედლებიდან ორივე მხარეს 5-5 მეტრი დაშორება და წყალარინების მილსადენის კედლებიდან ორივე მხარე 3-3 მეტრი დაშორება) და სანიტარიული წესები, საქართველოს საკანონმდებლო/კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ექსპლუატაციისათვის საჭირო არეალში დაუშვებელია ნებისმიერი სახის მშენებლობა. მიზანშეწონილია მომავალმა მესაკუთრემ მიმართოს შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის რეგიონულ ფილიალს ან/და წყალტუბოს სერვის ცენტრს (წყალმომარაგების/წყალარინების მილსადენის მდებარეობის ადგილზე დასაზუსტებლად). სიტუაციური ნახაზი იხილეთ N2 დანართში.

4. საპრივატიზებო ობიექტზე გადის შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი-იმერეთის" საკუთრებაში არსებული N29.00.086 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა (გაზსადენის მილი). შესაბამისად მყიდველი ვალდებულია დაიცვას „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

5. საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალტუბო - ხონის საავტომობილო გზის კმ1-ის მიმდებარედ. საქართველოს კანონის ,,საავტომობილო გზების შესახებ“ 22-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება.

6. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 4938.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

7. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში, შესაბამისად მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, უძრავი ქონების შემდგომი განვითარების, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სამუშაოს დაგეგმვის შემთხვევაში, შესაბამისი ქმედებები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეთანხმდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.

8. საპრივატიზებო ობიექტზე გადის N29.00.643 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული და დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობები (ელექტროგადამცემი ხაზი), მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით.

9. საპრივატიზებო ობიექტზე/ში განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს.

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;

2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:

ა) ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”

ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით

გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით

3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.

4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420

6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.


მოკლე აღწერილობა104176.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) N2-N7, N8 (ნანგრევი), N9 (კიბე), N10 (კიბე), N11, N12 (კიბე), N13, N14 (წყლის ავზი), N15 (წყლის ავზი), N16 (წყლის ავზი), N17-N21 (კოლონა) შენობა-ნაგებობები
პირობაქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული  აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში.

ბ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მის ნაწილის განვითარება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) დიაგნოსტიკური და არანაკლებ 100 საწოლზე გათვლილი სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას), რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო ცენტრის ფუნქციონირების დაწყება;

გ)  „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 26 021 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება.

მყიდველი ვალდებულია:

შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, სსიპ სახელმწიფო  ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის  არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი  საბანკო  გარანტია, რომლის ვადაც „ბ" პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების  შესრულების ვადას  უნდა  აღემატებოდეს  არანაკლებ 4 თვით და რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს „ა-გ" პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს  გადახდას).
;