|
|
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
|
დასახელება:ქალაქ წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 41150.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:461BV126 აუქციონის #: 461 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: 2026101583240 დაწყება/დასრულება: 15/10/2026 17:00 - 13/11/2026 17:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 464400GEL
მიმდინარე ფასი :
4644000 GEL
საწყისი ფასი: 4644000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა. ტელეფონი: 995-1420 |
|
თვისებები
|
| ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქალაქი წყალტუბო, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | წყალტუბო | საქმის ნომერი | 2026101583240 | ბრძანების ნომერი | 1/1-8801 | საკადასტრო კოდი | 29.08.32.395 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 61 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFGwV1YAnP[q8ckkD8fH77wv3D[jyeaaoXhob7ZMNh[L5 | საკადასტრო რუკა | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEwd99aLnat[ShDUTf0VVliji[nrq3Sz7r6]yr38n96I | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 76 | ტელეფონის ნომერი | 1420 | ქონების ტიპი | უძრავი ქონება |
|
აღწერილობა
|
| აღწერილობა | შენიშვნა: 1. საპრივატიზებო უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. 2. საპრივატიზებო ობიექტზე გადის სს „სილქნეტის“ საკუთრებაში არსებული N29.00.034 და N29.00.038 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობები (კავშირგაბმულობის ხაზი). 3. საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე გადის შპს „უნივერსალის“ საკუთრებაში არსებული N29.00.592 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა (მილსადენი) და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საკუთრებაში არსებული N29.00.607 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა (გაზსადენის მილი). შესაბამისად მყიდველი ვალდებულია დაიცვას „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 4. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 4711.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება. 5. საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი) - წყალტუბო -ცაგერი - ლენტეხი - ლასდილის საავტომობილო გზის კმ12-ის მიმდებარედ. საქართველოს კანონის ,,საავტომობილო გზების შესახებ“ 22-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება. 6. საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებულია შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები, ასევე, კომპანიის დაკვეთით, ქ. წყალტუბოში მიმდინარე წყალარინების სისტემის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალარინების ქსელების მოწყობა, მომავალი მესაკუთრის მიერ დაცული უნდა იყოს შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი წყალმომარაგების/წყალარინების მოქმედი ქსელის ექსპლუატაციისათვის საჭირო არეალი (წყალმომარაგების მილსადენის კედლებიდან ორივე მხარეს 5-5 მეტრი დაშორება და წყალარინების მილსადენის კედლებიდან ორივე მხარე 3-3 მეტრი დაშორება) და სანიტარიული წესები, საქართველოს საკანონმდებლო/კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ექსპლუატაციისათვის საჭირო არეალში დაუშვებელია ნებისმიერი სახის მშენებლობა. მიზანშეწონილია მომავალმა მესაკუთრემ მიმართოს შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის რეგიონულ ფილიალს ან/და წყალტუბოს სერვის ცენტრს (წყალმომარაგების/წყალარინების მილსადენის მდებარეობის ადგილზე დასაზუსტებლად). სიტუაციური ნახაზი იხილეთ N2 დანართში. 7. საპრივატიზებო ობიექტზე გადის დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობა (ელექტროგადამცემი ხაზი), მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით. 8. საპრივატიზებო ობიექტზე/ში განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს. ყურადღება! 1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით; 2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ა) ნაღდი ანგარიშსწორებით სს ,, ლიბერთი ბანკში” ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით 3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი. 4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420 6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით. 7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. |
| მოკლე აღწერილობა | 41150.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობები |
| პირობა | ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში. ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს (რომელიც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საკონფერენციო დარბაზ(ებ)ს, რესტორანს/რესტორნებს) შექმნა (რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება; გ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 52 042 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება; დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ან შესაბამის მუნიციპალიტეტთან საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება. მყიდველი ვალდებულია: შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც „ბ" პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 თვით და რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს „ა-დ" პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას). |
| მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
|
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
| Email: info@service.gov.ge |
| სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |