ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 15:14:53
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ წყალტუბოში, ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული 22057.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N1 და N2 (დანგრეული) შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:462BV126
აუქციონის #: 462
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2026101583238
დაწყება/დასრულება: 15/10/2026 17:00 - 13/11/2026 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 283800GEL
მიმდინარე ფასი : 2838000 GEL
საწყისი ფასი: 2838000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი წყალტუბო, ბარათაშვილის ქუჩაქვეყანასაქართველო
ქალაქიწყალტუბოსაქმის ნომერი2026101583238
ბრძანების ნომერი1/1-8802საკადასტრო კოდი29.08.31.392
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი61ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFA4lYvXB[YCq19JZGqkWCRp54ah0eZW20lnsLKMlt0D[საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა76
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობაშენიშვნა:

1. საპრივატიზებო ობიექტზე გადის სს „სილქნეტის“ საკუთრებაში არსებული N29.00.038 და N29.00.034 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობები (საკომუნიკაციო ნაგებობა).

2. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 2553.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

3. საპრივატიზებო უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

4. საპრივატიზებო ობიექტს იყენებს პირი (მათ შორის საცხოვრებელი მიზნებისთვის) მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

5. საპრივატიზებო ობიექტზე  განთავსებულია შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი  წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები, ასევე, კომპანიის დაკვეთით, ქ. წყალტუბოში მიმდინარე წყალარინების სისტემის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალარინების ქსელების მოწყობა, მომავალი მესაკუთრის მიერ დაცული უნდა იყოს შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი წყალმომარაგების/წყალარინების მოქმედი ქსელის ექსპლუატაციისათვის საჭირო არეალი (წყალმომარაგების მილსადენის კედლებიდან ორივე მხარეს 5-5 მეტრი დაშორება და წყალარინების მილსადენის კედლებიდან ორივე მხარე 3-3 მეტრი დაშორება) და სანიტარიული წესები, საქართველოს საკანონმდებლო/კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ექსპლუატაციისათვის საჭირო არეალში დაუშვებელია ნებისმიერი სახის მშენებლობა. მიზანშეწონილია მომავალმა მესაკუთრემ მიმართოს შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის რეგიონულ ფილიალს ან/და წყალტუბოს სერვის ცენტრს (წყალმომარაგების/წყალარინების მილსადენის მდებარეობის ადგილზე დასაზუსტებლად). სიტუაციური ნახაზი იხილეთ N2 დანართში.

6. საპრივატიზებო ობიექტზე/ში განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს.

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;

2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:

ა) ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”

ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით

გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით

3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.

4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420

6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.


მოკლე აღწერილობა22057.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N1 და N2 (დანგრეული) შენობა-ნაგებობები
პირობაქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული  აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში.

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმროს (რომელიც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საკონფერენციო დარბაზ(ებ)ს, რესტორანს/რესტორნებს) შექმნა (რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება;

გ)  „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 19 015 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება;

დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ან შესაბამის მუნიციპალიტეტთან საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება.

მყიდველი ვალდებულია:

შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, სსიპ სახელმწიფო  ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის  არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი  საბანკო  გარანტია, რომლის ვადაც „ბ" პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების  შესრულების ვადას  უნდა  აღემატებოდეს  არანაკლებ 4 თვით და რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს „ა-დ" პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს  გადახდას).
;