ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 15:15:00
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ წყალტუბოში, გურამიშვილის ქუჩა N2-ში არსებული 34342.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3, N4, N5, N6 (ჭა)(დანგრეული), N7 (წყლის ავზი), N8 (წყლის ავზი), N9, N10, N11 (ჭა), N12 (წყლის ავზი) და N13 (დანგრეული) შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:463BV126
აუქციონის #: 463
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2026101583244
დაწყება/დასრულება: 15/10/2026 17:00 - 13/11/2026 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 370100GEL
მიმდინარე ფასი : 3701000 GEL
საწყისი ფასი: 3701000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი წყალტუბო, გურამიშვილის ქუჩა N2ქვეყანასაქართველო
ქალაქიწყალტუბოსაქმის ნომერი2026101583244
ბრძანების ნომერი1/1-8803საკადასტრო კოდი29.08.34.001
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი61ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFBQ4bAL3mAGeTQ0S1gkCBGwODub8fIob]vqzZyeLA9Kgსაბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა76
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობაშენიშვნა:

1. საპრივატიზებო ობიექტზე გადის სს „სილქნეტის“ საკუთრებაში არსებული N29.00.038 და N29.00.034 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობები (საკომუნიკაციო ნაგებობა).

2. საპრივატიზებო ობიექტს იყენებს პირი (მათ შორის საცხოვრებელი მიზნებისთვის) მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

3. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 3515.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

4. საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე გადის შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საკუთრებაში არსებული N29.00.607 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა (მილსადენი) და ასევე დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობა (გაზის მილი). შესაბამისად მყიდველი ვალდებულია დაიცვას „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

5. საპრივატიზებო ობიექტზე  განთავსებულია შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი  წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები, ასევე, კომპანიის დაკვეთით, ქ. წყალტუბოში მიმდინარე წყალარინების სისტემის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალარინების ქსელების მოწყობა, მომავალი მესაკუთრის მიერ დაცული უნდა იყოს შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი წყალმომარაგების/წყალარინების მოქმედი ქსელის ექსპლუატაციისათვის საჭირო არეალი (წყალმომარაგების მილსადენის კედლებიდან ორივე მხარეს 5-5 მეტრი დაშორება და წყალარინების მილსადენის კედლებიდან ორივე მხარე 3-3 მეტრი დაშორება) და სანიტარიული წესები, საქართველოს საკანონმდებლო/კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ექსპლუატაციისათვის საჭირო არეალში დაუშვებელია ნებისმიერი სახის მშენებლობა. მიზანშეწონილია მომავალმა მესაკუთრემ მიმართოს შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის რეგიონულ ფილიალს ან/და წყალტუბოს სერვის ცენტრს (წყალმომარაგების/წყალარინების მილსადენის მდებარეობის ადგილზე დასაზუსტებლად). სიტუაციური ნახაზი იხილეთ N2 დანართში.

6. საპრივატიზებო ობიექტზე/ში განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს.

7. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში, შესაბამისად მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, უძრავი ქონების შემდგომი განვითარების, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სამუშაოს დაგეგმვის შემთხვევაში, შესაბამისი ქმედებები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეთანხმდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;

2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:

ა) ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”

ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით

გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით

3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.

4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420

6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.


მოკლე აღწერილობა34342.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3, N4, N5, N6 (ჭა)(დანგრეული), N7 (წყლის ავზი), N8 (წყლის ავზი), N9, N10, N11 (ჭა), N12 (წყლის ავზი) და N13 (დანგრეული) შენობა-ნაგებობები
პირობაქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული  აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში.

ბ)  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 250 ერთეული აპარტამენტის ან ჯამში არანაკლებ 250 ერთეული სასტუმრო ნომრის და საცხოვრებელი აპარტამენტის შექმნას), რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუნქციონირების დაწყება;

გ)  „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 14 379 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება;

მყიდველი ვალდებულია:

შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, სსიპ სახელმწიფო  ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის  არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი  საბანკო  გარანტია, რომლის ვადაც „ბ" პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების  შესრულების ვადას  უნდა  აღემატებოდეს  არანაკლებ 4 თვით და რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს „ა-გ" პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს  გადახდას).
;