ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 15:29:12
კატეგორია: შერეული ლითონი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ჯართი
განაცხადის #:52957EZQ134739026
აუქციონის #: 52957
ლოტის #: 1347390
დაწყება/დასრულება: 05/11/2026 13:20 - 12/11/2026 16:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 300GEL
მიმდინარე ფასი : 2600 GEL
საწყისი ფასი: 2600 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს გარდაბნის თბოსადგური
მისამართი: საქართველო, გარდაბანი,დ. აღმაშენებლის 2ბ
ტელეფონი: 995-2991201
თვისებები
წონა(კგ)3700გადახდის პერიოდი10
ზომის ერთეულიკილოგრამიტელეფონის ნომერი595061061
ქვეყანასაქართველოქალაქიგარდაბანი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)საქართველო, გარდაბანი,დ. აღმაშენებლის 2ბ
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

საწყისი ღირებულება მოიცავს მთლიან ჯართის ღირებულებას

მოკლე აღწერილობა

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

  1. ობიექტის საწყისი სარეალიზაციო ღირებულება მოცემულია დღგ-ის გარეშე.
  2. საფასურის გადახდის ვადაა აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღე. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს უნაღდო ფორმით. აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება თანხის სრულად გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო შესაბამისი საპრივატიზებო ქონების გატანა უნდა მოხდეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
  3. აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების შესაბამისად, საფასურის სრულად გადახდის შემდგომ, ქონების ფაქტობრივი გადაცემის მომენტიდან.
  4. საფასურის სრულად გადახდისა და ქონების გადაცემის მომენტიდან „მყიდველი“ პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე, დაცვასა და მისგან მომდინარე ყველა რისკსა თუ შედეგზე, აგრეთვე ამ ქონებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი წესების შესრულებაზე.
  5. მყიდველი ვალდებულია, რეგისტრაციას/ნებართვას/ლიცენზირებას დაქვემდებარებული ქონების შეძენის შემთხვევაში, საკუთრების უფლება დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში და განახორციელოს ყველა სხვა საჭირო ქმედება.
  6. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ღირებულებაზე ბიჯის დამატების შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.
  7. სარეალიზაციო ქონების ადგილმდებარეობაა: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №2ბ. მყიდველი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და სახსრებით უზრუნველყოს ქონების გატანა (დატვირთვა და ტრანსპორტირება).
  8. გამყიდველი უფლებამოსილია, აუქციონის დასრულებამდე გააუქმოს ქონების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, შეწყვიტოს აუქციონი ან შეცვალოს მისი პირობები, რა შემთხვევაშიც მონაწილეს გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
  9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულს წარდგენილი საგარანტიო თანხა არ დაუბრუნდება, თუ მან დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხადა დარჩენილი საფასური ან უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე.
  10. 3700 კილოგრამი სავარაუდო წონის შავი ლითონის ჯართი შედგება ექსპლუატაციაში ნამყოფი, დაზიანებული, დემონტაჟის შედეგად მიღებული და ჯართულ მდგომარეობაში მყოფი დეტალებისგან. ქონება განთავსებულია ღია ცის ქვეშ და განიცდის კლიმატურ ზემოქმედებას.

ყურადღება!!! ჯართის წონა სავარაუდოა. მყიდველი ვალდებულია ქონების მიღებამდე მოახდინოს მისი გადაწონვა სადგურის უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რის შემდეგაც განხორციელდება საბოლოო ანგარიშსწორება. ქონების დათვალიერება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 11:00-დან 16:00 საათამდე.

;