|
|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
|
დასახელება:სსიპ ქ.ბათუმის N26 საჯარო სკოლა (კვების ობიექტი)
განაცხადის #:83939KPQ134831226 აუქციონის #: 83939 ლოტის #: 1348312 დაწყება/დასრულება: 06/11/2026 18:00 - 13/11/2026 18:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 570GEL
მიმდინარე ფასი :
5740.0000 GEL
საწყისი ფასი: 5640 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლა მისამართი: ბათუმი / კახაბერი ტელეფონი: 995- |
|
თვისებები
|
| გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 49.5 | წყალი და კანალიზაცია | + | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | + | ლიფტი | - | ბუხარი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | - | შენობის მდგომარეობა | ძველი გარემონტებული | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | კახაბრის ქ.N1 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 12 თვე | ტელეფონის ნომერი | 577270208 |
|
აღწერილობა
|
| აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
| მოკლე აღწერილობა | სსიპ ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის პირველი კორპუსის (პირველ სართულზე არსებული 49.5 კვ.მ ფართი, სკოლის ბუფეტის ფუქნციონირებისათვის |
| პირობა | 1. სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს ჯანსაღი კვების შემდეგი პრინციპები: ა) სასკოლო კვების ორგანიზებისას მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს: ა.ა) შემდეგი სასმელები: წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით), ჩაი და კაკაო; ა.ბ) ხილი და ბოსტნეული; ბ) სასკოლო კვების ორგანიზებისას აკრძალულ უნდა იქნეს შემდეგი პროდუქტების გამოყენება: ბ.ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზირებული წასახემსებლები (მაგ: ჩიფსები. ჟელიბონი და ა.შ.), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი ან ცხიმი; ბ.ბ) მაიონეზით შეზავებული პროდუქცია; ბ.გ) სოკო, ნებისმიერი ფორმით; ბ.დ) დაკონსერვებული პროდუქტები; ბ.ე) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; ბ.ვ) გაზიანი სასმელი, გარდა გაზიანი მინერალური წყლისა; ბ.ზ) თერმულად დამუშავებული კვერცხი; 2. საწყისი ფასი ( 5640 ლარი) ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის 12 თვის საიჯარო გადასახადს; 3. ფართი იჯარით გაიცემა 12 (თორმეტი) თვით; 4.საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური (ელექტროენერგია და წყალი) გადასახადი; მოიჯარე ვალდებულია მოახდინოს კომუნალური მრიცხველების თავის სახელზე განმხოლოება და კომუნალური გადასახადების დროული გადახდა. 5.მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას; 6. მოიჯარე ვალდებულია თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით; 7. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 8. მეიჯარეს უფლება აქვს აჭარის არ განათლებისა და სპორტის სამინიტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები; 9. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას; 10. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 11. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიისბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 12. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. |
| მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
|
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
| Email: info@service.gov.ge |
| სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |