|
|
კატეგორია:
შავი მეტალი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
|
დასახელება:330 ტონა საორიენტაციო წონის ჯართი
განაცხადის #:47517EIA134870626 აუქციონის #: 47517 ლოტის #: 1348706 რაოდენობა: 330 დაწყება/დასრულება: 06/11/2026 17:00 - 12/11/2026 17:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 2 ბიჯი საგარანტიო თანხა: 37620GEL
მიმდინარე ფასი :
127400.0000 GEL
საწყისი ფასი: 125400 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: შპს ემ თი ეი მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, კოსტავას ქ, №70, მე-3 სართული, ლიტერი „ა“ ტელეფონი: 995- |
|
თვისებები
|
| ბრძანების ნომერი | #1284 05.11.2026 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | გუდაური | რაოდენობა | 330 | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სეთურები | გადახდის პერიოდი | 15 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 30 | ზომის ერთეული | ტონა | წონა(ტონა) | 330 | ტელეფონის ნომერი | 595796226 |
|
აღწერილობა
|
| აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
| პირობა | აუქციონის ფორმით ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ღირებულებაზე ბიჯის დამატების შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება. აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის (37620 ლარი) მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო გამოსასყიდი საფასურის გადახდის ვადას. მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს აუქციონზე შეძენილი ჯართის აწონვა (ზუსტი წონის დადგენის მიზნით), ქონების დატვირთვა, ტრანსპორტირება და განთავსების ტერიტორიიდან გატანა. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე, მაგრამ აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში, შპს „ემ თი ეის“ ანგარიშზე მოახდინოს საგარანტიო თანხის დეპონირება, რომლის ოდენობაც უნდა შეესაბამებოდეს მყიდველის მიერ აუქციონზე დაფიქსირებულ ღირებულებას. იმის გათვალისწინებით, რომ დეპონირების ვალდებულება არ გავრცელდება უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს სახით წინასწარ გადახდილი თანხის ოდენობაზე, საგარანტიო თანხა განისაზღვრება აუქციონზე მყიდველის მიერ დაფიქსირებული საფასურისთვის ბე-ს სახით გადახდილი თანხის გამოკლების შედეგად მიღებული ოდენობით. ერთეული ტონის ღირებულება დადგინდება აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო საფასურიდან, აუქციონის პირობებში მითითებული საორიენტაციო წონის პროპორციულად. შეძენილი ქონების საბოლოო საფასური განისაზღვრება ჯართის აწონვის შედეგად დადგენილი დაზუსტებული ჯამური წონის შესაბამისად. ამდენად, დაზუსტებული წონის დადგენიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში, მყიდველს დაუბრუნდება ან იგი დამატებით გადაიხდის საბოლოო გამოსასყიდ და ჩათვლილ თანხებს შორის სხვაობას. თუ ქონების შემძენი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის საბოლოო საფასურს, ქონება ბრუნდება განმკარგავის საკუთრებაში. თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ქონების განმკარგავ ორგანოში გამოუცხადებლობა მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად და აუქციონის შედეგები ძალას კარგავს. აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი სუბიექტის ბიუჯეტში: ა)დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში; ბ)აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქონების განმკარგავი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ქონების სრული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში. გ)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუქციონში მონაწილეობის წესების დარღვევის შემთხვევაში. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საფასურის სრულად გადახდის დადასტურების საფუძველზე. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
| მოკლე აღწერილობა | გასაყიდი ქონება წარმოადგენს საბაგიროების დემონტაჟის შედეგად მიღებულ ჯართს (შემადგენლობა იხილეთ დანართში) |
| მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
|
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
| Email: info@service.gov.ge |
| სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |