ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 15:28:38
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ ქუთაისის # 23 საჯარო სკოლა ბუფეტის ფუნქციონირებისთვის
განაცხადის #:32921CJX134945426
აუქციონის #: 32921
ლოტის #: 1349454
დაწყება/დასრულება: 09/11/2026 17:00 - 18/11/2026 14:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2000GEL
მიმდინარე ფასი : 8050.0000 GEL
საწყისი ფასი: 8000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ ქუთაისის # 23 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ.ქუთაისში / არაყიშვილის 15
ტელეფონი: 971-272928
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა+კვადრატულობა(მ²)145.68
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა1ქვეყანასაქართველო
ქალაქიქუთაისიქუჩა(დასახელება/ნომერი)დ.არაყიშვილის #15
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
სათავსო+სარგებლობაში გადაცემის ვადა36 თვე
ტელეფონის ნომერი577277523
;
აღწერილობა
აღწერილობაქ.ქუთაისის # 23 საჯარო სკოლა გასცემს 145.68 მ2. კვადრატულ ფართს ბუფეტის ფუნქიონირების მიზნით. მითითებული თანხა 8000 ლარი წარმოადგენს შემდგომში დასადები იჯარის ხელშეკრულების წლიურ საწყისს ღირებულებას.  საკონტაქტო ტელეფონის ნომერი 577 27 75 23.
მოკლე აღწერილობა

1. იჯარით გასაცემი ფართი იმყოფება კარგ მდგომარეობაში და იჯარით გაიცემა 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადით.

2. იჯარის წლიური საფასური შეადგენს 8 000 (რვა ათას) ლარს, რომელიც მოიცავს; 6 700 ლარს — ფართით სარგებლობის საფასურს; 1 300 ლარს — კომუნალური მომსახურების ხარჯებს.

3. იჯარის წლიური საფასური გადაიხედება ყოველი 12 (თორმეტი) თვის გასვლის შემდეგ, შესაბამისი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე.  აუდიტის დასკვნის გათვალისწინებით, შესაძლოა შეიცვალოს საიჯარო ქირის ოდენობა.

პირობა

1. მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები  და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის   ნორმალურ წარმართვას;

2. მოიჯარე ვალდებულია თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი შესაბამისი ინვენტარით და აღჭურვილობით, ასევე უზრუნველყოს ბუფეტის ფუნქციონირება ყველა სასწავლო დღეს 18:00 საათამდე.

3. მოიჯარე ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ფართი უზრუნველყოს შესაბამისი მიმდინარე რემონტით; არ დააზიანოს და იჯარის ვადის გასვლის სემდეგ ფართი დატოვოს თავდაპირველი სახით.

4. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

5.მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა  ბავშვთა უსაფრთხოებასთან  და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

6. მეიჯარე იტოვებს უფლებას სკოლის საჭიროებისამებრ  ცალმხრივად  შეწყვიტოს ხელშეკრულება  დასაბუთებული არგუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.

7. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას (ბოლო თვ(ეებ)ის გადასახადში);

8.ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა  უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე;

9. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები 

(მოიჯარე).

10.  ფართი გაიცემა 36 (ოცდათექვსმეტი) თვით

აღნიშნული თანხა 8000 ლარი წარმოადგეს იჯარით გასაცემი ფართის საწყის  12 თვის ღირებულებას. საგარანტიო თანხა 2000 ლარი ჩაითვლება ხელშეკრულების ბოლო თვეებში.

11.  თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა  უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ  წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/    ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა  ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

13. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.                 14. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 

15. მოიჯარე ვალდებულია სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული „სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციები“ (იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში).

16. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“ - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად (იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში). 

17. მოიჯარეს ფართით სარგებლობის უფლება აქვს კვირის ყველადღე 08:00 საათიდან 18:00 საათამდე

18. მოიჯარე ვალდებულია ქონდეს საბანკო ტერმინალი.  გეგმიურად განახორციელოს ფართის დეზინფექცია/დერატიზაცია და ასევე სასმელი წყლის ანალიზი.

19. მოიჯარემ აუქციონის დამსრულებიდან 3 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს  საკვები პროდუქტის დამზადების მისამართი და HACCP სერტიფიკატი.

20. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/საარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

;