ამობეჭდვის თარიღი: 12.11.2026 15:14:35
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ბორჯომში მ. კოსტავას სახელობის ბაღში 35 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული 26 კვ.მ შენობა-ნაგებობა N1 კვების ობიექტის მოსაწყობად
განაცხადის #:40398DIS134998326
აუქციონის #: 40398
ლოტის #: 1349983
დაწყება/დასრულება: 10/11/2026 13:36 - 16/11/2026 14:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 6000GEL
მიმდინარე ფასი : 7500 GEL
საწყისი ფასი: 7500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 750 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკი
მისამართი: საქართველო, ბორჯომი, 9 აპრილის ქ., #50, მინწყლებისა და დასვენების პარკი
ტელეფონი: 971-
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. ბორჯომი მერაბ კოსტავას სახელობის ბაღიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-მიწის ფართობი(მ²)35
საკადასტრო კოდი64.23.03.853Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა2 წელიტელეფონის ნომერი591418172,
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

აღწერილობა

35 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 26 კვ.მ შენობა-ნაგებობა მდებარეობს: ბორჯომში მერაბ კოსტავას სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, რომელიც შემდგომში გამოყენებული უნდა იქნას კვების ობიექტის მოსაწყობად.        

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

პირობები:

1.     იჯარის ვადა  განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წელი;

2.     აუქციონში გამარჯვებულმა საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს   კვების ობიექტის ფუნქციონირება;

3.     უზრუნველყოს იჯარით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, კვების ობიექტისათვის აუცილებელი ინვენტარ-მოწყობილობებით, სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებებით.

4.     აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში  კვების ობიექტის დასუფთავება და მოწესრიგება;

5.     „იჯარის საგანი“ გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულების შესაბამისად (უზრუნველყოს კვების ობიექტის ფუნქციონირება) და არ დაუშვას „იჯარის საგნის“ ფუნქციის შეცვლა მეიჯარესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე;

6.     აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია მეიჯარესთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული (თხუთმეტი) დღის ვადაში კომუნალური გადასახადების გადამხდელად დარეგისტრირდეს ქვეაბონენტად შესაბამის სამსახურებში;

7.     აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით განახორციელოს  კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯი, ასევე საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი და კომუნალური  გადასახადი;

8.     საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების  ვადაში განახორციელოს იჯარის საგნის მოვლა-პატრონობა, ტექნიკური ექსპლუატაციის, სანიტარულ-ჰიგიენური, უსაფრთხოების (მათ შორის ხანძარ საწინააღმდეგო) წესების და ნორმების დაცვა;

9.     ხელშეკრულების დასრულების შემდგომ საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესებები გადადის ა.(ა)ი.პ. ბორჯომის ცეცნტრულური (ისტორიული) პარკის  საკუთრებაში;

10.   აუქციონში გამარჯვებულს უფლება არა აქვს იჯარის საგანი სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გასცეს) იპოთეკით ან სხვა რაიმე ფორმით დატვირთოს ა.(ა)ი.პ. ბორჯომის ცენტრულური (ისტორიული) პარკთან წინას წარი შეთანხმების გარეშე;

11.   აუქციონში გამარჯვებულმა იჯარის ობიექტი გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის და არ დაუშვას იჯარის ობიექტის ფუნქციის შეცვლა მეიჯარესთან წინასწარი შეთნხმების გარეშე.

12.   საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ასევე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, საიჯარო ქონებაზე განხორცილებული გაუმჯობესებები უსასყიდლოდ გადადის მოიჯარის საკუთრებაში;

13.   აუქციონზე, ვაჭრობის შედეგად საწყისი საიჯარო ფასის 100%-ით და მეტი თანხით მატების შემთხვევაში, გამარჯვებული ვალდებულია საბოლოო თანხაზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, ან სრულად დაფაროს თანხა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე;

14.   ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ იმ პირს, რომელსაც ა.(ა).ი.პ. ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის მიმართ აქვს გასული წლების საიჯარო ქირის დავალიანება, არ გაუფორმდება იჯარის ხელშეკრულება;

15.   იჯარის ვადის გასვლის შემდეგ 5 (ხუთი) დღის ვადაში სრულად მოახდინოს საიჯარო ფართის გამოთავისუფლება;

16.   მოიჯარე ვალდებულია ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება შეათანხმოს ა(ა)იპ ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ადმინისტრაციასთან  და სხვა უწყებებთან საჭიროებებიდან გამომდინარე;

17.   აუქციონზე გამარჯვებულს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ვადის ბოლო წლის ბოლო თვეების ანგარიშსწორებისას;

18.   საიჯარო ქირის არაჯეროვნად გადახდის შემთხვევაში მეიჯარის მიერ შეწყდება ხელშეკრულება და გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები;

19.   მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს პარკის ადმინისტრაციის მიერ გამოყენებულ ყველა ნორმატიულ აქტს;

20.   საწყისი წლიური საიჯარო ქირა არის ერთი წლის სარგებლობაში გადაცემის საფასური;

21.   საიჯარო ქირის გადახდა მოხდეს ყოველთვის 15 რიცხვამდე;

22.   ელექტრონული აუქციონის ხანგრძილივობა (დაწყება/დასრულება)განისაზღვროს აუქციონის გამოცხადებიდან 5 დღის განმავლობაში;

23.   აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ა.(ა)ი.პ. ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკთან გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება.

აუქციონში  მონაწილეობის მიღებით აუქციონის  მონაწილე  ადასტურებს, რომ  ის 

იღებს  ვალდებულებას  გამარჯვების  შემთხვევაში  სრულიად დააკმაყოფილოს  გამოცხადებული            აუქციონის  პირობები.

პირობა

თუელექტრონულიაუქციონიარშედგაიმმიზეზით, რომელექტრონულაუქციონშირეგისტრირებულიპირები, რომლებმაცსაქართველოსმთავრობის2014 წლის8 დეკემბრისN669 დადგენილებისმე-6 მუხლისმე-6 პუნქტის„ე“ ქვეპუნქტისშესაბამისად, გადაიხადესბეანწარადგინეს/გააქტიურეს(ელექტრონულად) უპირობოდაგამოუხმობისაბანკოგარანტია, არმიიღებენმონაწილეობასვაჭრობაში, ელექტრონულიაუქციონისმონაწილეებისმიერ  საქართველოსმთავრობის2014 წლის8 დეკემბრისN669 დადგენილებისმე-6 მუხლისმე-6 პუნქტის„ე“ ქვეპუნქტისსაფუძველზე, გადახდილიბე ანწარდგენილი/გააქტიურებული(ელექტრონულად) უპირობოდაგამოუხმობისაბანკოგარანტიასრულადირიცხებაა.(ა).ი.პ. ბორჯომისცენტრალური(ისტორიული)პარკის  ბიუჯეტში.

ბორჯომის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის N10 დადგენილების  განსაზღვრული მოთხოვნები და საქართვლეოს მთავრობის დადგენილება N669

;