|
|
კატეგორია:
სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
|
დასახელება:დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალში 15.94 კვ.მ ფართის იჯარის უფლებით გადაცემა, , ვალუტის გადაცვლის სერვისის განხორციელების მიზნით
განაცხადის #:28269BNT135004226 აუქციონის #: 28269 ლოტის #: 1350042 რაოდენობა: 15.94 დაწყება/დასრულება: 11/11/2026 16:00 - 18/11/2026 16:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 50400GEL
მიმდინარე ფასი :
14000 GEL
საწყისი ფასი: 14000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, შალვა ჭანკოტაძის ხეივანი #21 ტელეფონი: 971- |
|
თვისებები
|
| ქალაქი | ქუთაისი | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი | რაოდენობა | 15.94 | ბრძანების ნომერი | #ზ/150 11.11.2026წ. | გადახდის პერიოდი | 30 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 782 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2 წელი, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, არაუმეტეს 1 წლით გაგრძელების შესაძლებლობით | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი | ტელეფონის ნომერი | 591050053; 551087838 |
|
აღწერილობა
|
| აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ადმინისტრაციაში. საკონტაქტო ტელ: 591050053; 551087838 |
| მოკლე აღწერილობა | |
| პირობა | დანიშნულება: დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემული ფართი, გამოყენებულ უნდა იქნეს ვალუტის გადაცვლის სერვისის განხორციელების მიზნით. 1. აუქციონში მონაწილეს უნდა გააჩნდეს: Ø საქართველოში საქმიანობის ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზია. Ø საქართველოში ან/და მის ფარგლებს გარეთ არანაკლებ 3 (სამი) მოქმედი ობიექტი ან 1 (ერთი) ობიექტი საერთაშორისო აეროპორტში. Ø შესაბამის სფეროში არანაკლებ 6-წლიანი გამოცდილება. აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს ზემოაღნიშნულ გამოცდილებას. 2. საწყისი სააუქციონო ყოველთვიური ღირებულება: 14000 ლარი დღგ-ს ჩათვლით; 3. მოწყობის პერიოდში (ოპერირების დაწყებამდე) საიჯარო ღირებულება განისაზღვროს საწყისი ღირებულების 30% (15 დღეზე) – 2100 ლარის ოდენობით. 4. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა -საწყისი წლიური ფასის 30%-ის (50400 ლარი) ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას. 5. ბიჯის ოდენობა - 200 ლარი. 6. დროებით სარგებლობაში გადაცემის ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელი, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს 1 წლით. 7. საიჯარო თანხა მოიცავს ელექტროენერგიის გადასახადს. არ მოიცავს ინტერნეტის უზრუნველყოფას და გადასახადს. 8. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ინტერნეტთან დაკავშირებული ყველა საფასურის გადახდა. 9. აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ხელშეკრულების წლიური ფასის 10%-ის ოდენობით) შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია (იმავე ოდენობით), რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ვადას არანაკლებ 30 დღით. იმ შემთხვევაში თუკი წარმოდგენილია საბანკო გარანტია ხელშეკრულების მოქმედების არასრულ ვადაზე და გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არ მოხდება განახლებული/ახალი ვადით საბანკო გარანტიის წარმოდგენა ან შესაბამისი ოდენობის დეპონირება აეროპორტის საბანკო ანგარიშზე, აეროპორტი გაანაღდებს მოქმედ საბანკო გარანტიას, რომელიც განთავსდება მის ანგარიშზე და ჩაითვლება ამ პუნქტის ფარგლებში თანხის დეპონირებად. 10. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობისთვის წარმოდგენილი ბე-ს თანხა და ხელშეკრულების შესრულების მიზნით წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, გამოიყენება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული, შეზღუდვის გარეშე გულისხმობს აეროპორტის უფლებას, წარმოდგენილი ბე/საბანკო გარანტიიდან, დაიკმაყოფილოს მოიჯარისგან გადაუხდელი საიჯარო ქირის და დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხები, ასევე აინაზღაუროს ნებისმიერი სახის ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ დადგება აღნიშნული თანხებიდან აეროპორტის მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებლობა, „ბეს“ სახით გადახდილი თანხა მოიჯარეს ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში, საბოლოო ანგარიშსწორებისას. ხოლო ხელშეკრულების შესრულების გარანტია დაუბრუნდება მოიჯარეს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ასეთი მოთხოვნიდან 30 დღის ვადაში. დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ის თანხები, რომლებიც დაბრუნების მომენტისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული აეროპორტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 11. აეროპორტი უფლებამოსილია, მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში განახორციელოს დეპონირებული თანხის / ბეს თანხის ვალდებულების უზრუნველყოფის სახით გამოყენება - მოახდინოს დეპონირებული თანხის / ბეს თანხის საკუთარ ფინანსურ სახსრებში ასახვა. ასეთ დროს, მოიჯარის უფლებამოსილება თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე ქარწყლდება და მას დეპონირებული თანხა აღარ დაუბრუნდება. 12. ვალუტის გაცვლა ობიექტში შესაძლებელი უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ვალუტების: GEL, EUR, USD. როგორც ერთიდან მეორე ვალუტაში, ასევე ერთმანეთთან მიმართებაში. 13. მოიჯარე ვალდებულია, უზრუნველყოს ობიექტის მუშაობა ყოველდღე 24 საათიან რეჟიმში (მათ შორის უქმე დღეებში). აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ აეროპორტის წინასწარი თანხმობით. 14. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, იჯარით გადაცემული ფართი საკუთარი სახსრებით მოაწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული ვადაში და ამავე ვადაში დაიწყოს ოპერირება. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაგრძლდეს არაუმეტეს 1 (ერთი) თვით. 15. აუქციონში გამარჯვებულმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს: • იჯარით აღებული ფართის მოწყობა/ბრენდირება, აეროპორტთან წინასწარ შეთანხმებული დიზაინით. აეროპორტთან დიზაინის შეთანხმება განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე. • იჯარით აღებული ფართის შესაბამისი ინვენტარით, ტექნიკური საშუალებებითა და პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვა. 16. აეროპორტი იტოვებს უფლებას, თავად ან მესამე პირების მეშვეობით განახორციელოს სარეკლამო მომსახურების გაწევა ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე. შესაბამისად, დაუშვებელია საიჯარო ფართში მესამე პირების, მათი საქმიანობის ან/და პროდუქციის სარეკლამო მასალის ნებისმიერი სახითა და ფორმით გავრცელება. 17. აეროპორტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს განახორციელოს ობიექტის მდგომარეობისა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და დასაბუთებული შენიშვნები წარუდგინოს მოიჯარეს, რის შემდეგაც აეროპორტი განუსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორებისათვის კონკრეტულ ვადას, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გაითვალისწინოს წარმოდგენილი შენიშვნები. 18. მოიჯარე საიჯარო ფართში ისარგებლებს აეროპორტის ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემით, რომლის საფასურსაც მოიცავს საიჯარო ქირა. ობიექტზე გათბობა-გაგრილება უზრუნველყოფილია ცენტრალური სისტემით, მხოლოდ ღია სივრცეებში. გათბობა-გაგრილებასთან დაკავშირებული, განსხვავებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია აღნიშნული მოაწყოს აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საკუთარი ხარჯით, აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით; 19. ქსელის (WiFi) მოწყობის შემთხვევაში, ვალდებულია უსადენო ქსელის პარამეტრები წინასწარ შეათანხმოს ადგილობრივ IT სამსახურთან. 20. დაუშვებელია უფლებების გადაცემა მესამე პირებისთვის ან/და საიჯარო ფართის ან/და მისი ნაწილის ქვეიჯარა, აეროპორტის წინასწარი თანხმობის გარეშე. 21. ობიექტებში, მომხმარებელზე გათვლილი ნებისმიერი ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ ქართულ და ინგლისურ ენებზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 22. დაუშვებელია აუქციონში გამარჯვებულის მიერ საიჯარო ფართში, მათ შორის შეთანხმებულ განლაგებასა და დიზაინში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება (მათ შორის ნებისმიერი სახის კონსტრუქციის, აბრის, განათების ან სხვა მოწყობილობის განთავსება) აეროპორტის წინასწარი თანხმობის გარეშე. მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე შეინარჩუნოს შეთანხმებული განლაგება და დიზაინი. მოიჯარე უფლებამოსილია იჯარით აღებულ ფართში ვალუტის გადაცვლის სერვისის მიწოდებასთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, განახორციელოს საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სერვისის შეთავაზება. 23. ობიექტის თანამშრომლები სასაუბრო დონეზე დამატებით უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. 24. მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საკუთარი სახსრებით გაიაროს შესაბამისი სწავლება საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების საშვები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საავიაციო უშიშროების სამსახურს. 25. მოიჯარე ვალდებულია აკმაყოფილებდეს საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შრომის უსაფრთხოების ნორმებს. 26. აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისას, მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს აეროპორტის მოქმედ სახელმძღვანელო და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნულ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საჭიროებიდან გამომდინარე, მოიჯარე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გაიაროს შესაბამისი სწავლებები, აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მათ შორის, ბაქანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადება და სხვა. 27. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მოიჯარე პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე. მოიჯარის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა ან ინციდენტის გამოწვევა წარმოადგენს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას. 28. მოიჯარე ვალდებულია შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” შეტყობინების საფუძველზე, დაუბრკოლებლად მიიღოს საავიაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტები და საჭიროებისამებრ, გაატაროს გამოვლენილი ნაკლოვანებების/შეუსაბამობების გამოსწორების ღონისძიებები. 29. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია 1 თვიანი წინასწარი წერილობითი შეტყობინების ვადის დაცვით, შეცვალოს საიჯარო ფართის ადგილი და მოიჯარეს შესთავაზოს სხვა ალტერნატიული ტერიტორია (არაუმეტეს აუქციონის გზით გადაცემული ფართისა). ასეთ შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია აღნიშნულ 1 თვიან ვადაში, შეუთანხმოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“-ს შეცვლილი საიჯარო ფართის განთავსების ადგილის დიზაინი და ამავე ვადაში მოაწყოს საიჯარო ფართი იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს შესაბამისი მომსახურების შეთავაზება/გაწევა მსურველი პირებისათვის, უწყვეტ რეჟიმში. 30. დასაშვებია იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კაპიტალიდან ამოღების ან მეიჯარის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა შეადგენს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორ თვეს. 31. საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში, საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს, საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები. • იჯარით გადაცემის ყოველთვიური საწყისი ღირებულება და სხვა ღირებულებები მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით. • აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის ყოველთვიურ ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ღირებულების შეთავაზება. • თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. • გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების საფასურში (აღნიშნული ჩანაწერი არ ეხება ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით დეპონირებულ თანხებს ან წარმოდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას). • აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. • აუქციონის შედეგი ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავის ბიუჯეტში: Ø დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში; Ø ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში; Ø იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. • აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. • ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები. |
| მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
|
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
| Email: info@service.gov.ge |
| სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |