ამობეჭდვის თარიღი: 17.05.2025 05:13:27
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №48
განაცხადის #:39989DHN15550214
აუქციონის #: 39989
ლოტის #: 155502
დაწყება/დასრულება: 01/05/2014 15:00 - 16/05/2014 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 98500GEL
დასრულების დრო: 16.05.2014 17:00:00
გაყიდვის ფასი : 337000.0000 GEL
საწყისი ფასი: 327000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია
მისამართი: ბათუმი / ასათიანის 25
ტელეფონი: 995-422246315
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბაქოს ქ. №48ბრძანების ნომერი02/217
ქვეყანასაქართველოქალაქიბათუმი
მიწის ფართობი(მ²)1014საკადასტრო კოდი05.21.55.065
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttps://naprweb.reestri.gov.ge/engine/papers/showdocument.php?d=a&doc_id=5819849&mime=application/pdf
;
აღწერილობა
აღწერილობაქ. ბათუმში, ბაქოს ქ. №48-ში მდებარე 1 014,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
მოკლე აღწერილობა1 014,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილზე განლაგებულია თამარ გიორგაძის მიერ თვითნებურად აშენებული, დაურეგისტრირებელი 54,58 კვმ საერთო ფართის შენობა-ნაგებობები.
პირობა

2. სააუქციონო პირობად განისაზღვროს:
2.1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მერიასთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად მოაწყოს ავტომანქანების პარკირების ადგილები;

2.2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ობიექტი მოაწყოს არაუგვიანეს 2015 წლის 01 მაისამდე;

2.3. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელ პირთან - თამარ გიორგაძესთან აუქციონის ჩატარებიდან 08 (რვა) თვის განმავლობაში გააფორმოს და ქ. ბათუმის მერიას წარმოუდგინოს სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულება, რომლითაც იგი იღებს თამარ გიორგაძის არანაკლებ იმავე ოდენობის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულებას, რაც თვითნებურად აშენებული აქვს თამარ გიორგაძეს. ამასთან, ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს თამარ გიორგაძის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ზუსტ ვადებს, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას და მის ოდენობას. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თამარ გიორგაძეს აუქციონში გამარჯვებული პირის მიმართ წარმოეშობა მოთხოვნის უფლება, მათ შორის სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, არანაკლებ მის მიერ თვითნებურად აშენებული ფართის შესაბამისი ოდენობის ფართისა ან მისი საბაზრო ღირებულების ოდენობისა. 

2.4. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ 2.3. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ქ. ბათუმის მერიისადმი წარმოდგენის შემთხვევაში 2.3. პუნქტით გათვალისწინებული სააუქციონო პირობა შესრულებულად ითვლება. შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებულსა და თამარ გიორგაძეს შორის 2.3 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის ან ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირზე გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება ან მისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გადაეცემა თამარ გიორგაძეს, ხოლო მხარეთა პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მიზნით ქ. ბათუმის მერიას აუქციონში გამარჯვებული პირის მიმართ არ წარმოეშობა ნასყიდობის ფასის დაბრუნების ვალდებულება, რადგან ნასყიდობის ფასის სრულად გადახდისა და 2.3. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ქ. ბათუმის მერიისადმი წარმოდგენის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქ. ბათუმის მერიის წინაშე აღებული 2.3. პუნქტით გათვალისწინებული პირობა ითვლება შესრულებულად. აუქციონში გამარჯვებული პირის მიმართ ნასყიდობის ფასის დაბრუნების ვალდებულება არ წარმოეშობა ასევე თამარ გიორგაძეს. 

2.5. აუქციონში გამარჯვებულ პირს 2.3. პუნქტით გათვალისწინებული სააუქციონო პირობა შესრულებულად ეთვლება იმ შემთხვევაშიც, თუკი აუქციონში გამარჯვებული, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელ პირს - თამარ გიორგაძეს აუქციონის ჩატარებიდან 08 (რვა) თვის განმავლობაში წარუდგენს  2.3. პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილ ხელშეკრულების პროექტს, ხოლო თამარ გიორგაძე უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული პირი არ თავისუფლდება თამარ გიორგაძისათვის არანაკლებ 54,58 კვმ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულებისაგან.

3. მყიდველი ვალდებულია საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის გადახდა განახორციელოს ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;

4. მყიდველის მიერ საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვამდე, ოქმის მოქმედების პერიოდში აუქციონში გამარჯვებულს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში;

5. გამყიდველის მიერ ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ნასყიდობის თანხის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით;

6. მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ტელ. 577 272603 ე. ლომაძე

;