|
![]() |
კატეგორია:
სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:საცხოვრებელი სახლი მარნეულის რაიონში
განაცხადის #:14097AVE15930414 აუქციონის #: 14097 ლოტის #: 159304 დაწყება/დასრულება: 14/05/2014 18:45 - 20/05/2014 14:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1000GEL
მიმდინარე ფასი :
8900 GEL
საწყისი ფასი: 8900 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 700 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სს კრედიტ პლუს ჯორჯია მისამართი: საქართველო, თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, კოსტავას ქ. 60, სართული 1 ტელეფონი: 971-577744240 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | მარნეული, სოფელი აღმამედლო | მიწის ფართობი(მ²) | 2930 | ქვეყანა | საქართველო | საკადასტრო კოდი | 83.12.03.616 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 10 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორებისსისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). გადახდილისაგარანტიო თანხა აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში დარჩენლი თანხის (ქონების საფასურის)გადაუხდელობის შემთხვევაში დაბრუნებას არ ექვემდებარება. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური. დამატებითი ინფორმაციისთვისდაგვიკავშირდით (+995 32) 299 55 92 |
მოკლე აღწერილობა | უძრავი ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებს . შენობა #01 წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, რომელიც ნაშენებია სამშენებლო ქვით და ბლოკით, გადახურულია ე. წ ,,შიფრით", საცხოვრებელი სახლი შედგება სასტუმრო ოთახის სტილზე მოწყობილი შესასვლელი ოთახისაგან და სამი საძინებლისაგან. შესასვლელი და ერთი საძინებელი ოთახის იატაკი ხისაა, ხოლო კედლებზე გაკრულია შპალერი. მეორე საძინებელი ოთახის იატაკი ხისაა, ხოლო კედლები შეღებილია. მესამე საძინებელი ოთახი სარემონტო მდგომარეობაშია. იატაკზე დაგებულია დაპრესილი ხე, ხოლო კედლები გაჯითაა გალესილი. საცხოვრებელ სახლზე მიდგმულია სამზარეულო და სათავსო ოთახები. სამზარეულო ოთახის კედლები შესაღებია. სათავსო ოთახის იატაკზე დასხმულია ბეტონი, ხოლო კედლებზე გაკრულია შპალერი, რომელიც უმეტესათ დაზიანებულია. მიწის ნაკვეთზე განლაგებულია შენობა, რომელიც ამჟამად სააბაზანო ოთახის დანიშნულებით გამოიყენება. ნაგებობა ნაშენებია საამშენებლო ქვით, აგურითა და წვრილი ბლოკით. შენობა სარემონტო მდგომარეობაშია. მიწის ნაკვეთზე განლაგებულია, ,,შიფრით"გადახურული ფარდულის ტიპის კონსტრუქცია. საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ეზო მოასფალტებულია. ეზოში მოწყობილია ტალავერი. მიწის ნაკვეთზე მდებარეობს საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობები: საპირფარეშო, საქათმე და თონე. მიწის ნაკვეთი უმეტესად ვაკე რელიეფისაა, აღმოცენებულია მრავალწლიანი ნარგავები. მიწის ნაკვეთი შემოღობილია ნაწილობრივ კაპიტალური ღობით, ხოლო ნაწილიბრივ მესერით. მიწის ნაკვეთის განაპირა ნაწილში, მიწის ზედაპირიდან ამაღლებულად, სავარაუდოდ განლაგებულია ელ. ენერგიის გადამცემი ხაზი. უზრუნველყოფილია კომუნიკაციებით: ელ. ენერგია, წყალი. შენობის ფართობი: #1 განაშენიანების ფართი 134 კვ.მ #2 განაშენიანების ფართი 33კვ.მ. |
პირობა | სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება არ აქვს საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |