ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 07:53:08
კატეგორია: სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი ბინა გარდაბანში
განაცხადის #:5084AM481614
აუქციონის #: 5084
ლოტის #: 4816
საქმის ნომერი: A14004561
დაწყება/დასრულება: 15/05/2014 15:00 - 23/05/2014 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2350.0GEL
დასრულების დრო: 23.05.2014 15:00:00
გაყიდვის ფასი : 2350.0000 GEL
საწყისი ფასი: 0.0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2350.0 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო.
მისამართი: 1) ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 29ა (რუსთავის იუსტიციის სახლი) 2) ქ. თეთრიწყარო,კოსტავას ქ. #11 3) ქ. ბოლნისი,სულხან-საბას ქ. #113 4) ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ, #4
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)რაიონი გარდაბანი, საკრებულო აღთაკლიასაქმის ნომერიA14004561
ქვეყანასაქართველოქალაქიგარდაბანი
რაოდენობა0მიწის ფართობი(მ²)2672
შენობის ფართობი(მ²)0საკადასტრო კოდი81.06.14.273
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია+
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი+
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა23
შეფასების თანხა47000.0
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649
მოკლე აღწერილობაუძრავი ქონება მდებარეობს რაიონი გარდაბანი, საკრებულო აღთაკლიაში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დაზუსტებული ფართობით: 2672.00 კვ.მ. და მასზედ განლაგებულ შენობა-ნაგებობებს (შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი:#1 – საერთო ფართი 104 კვ.მ.; #2 – საერთო ფართი 52 კვ.მ.). მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა #1 წარმოადგენს საცხოვრებლ სახლს, რომელიც ნაშენებია სამშენებლო ქვით, აგურითა და სამშენებლო წვრილი ბლოკით. სახლის საცხოვრებელ სართულზე ასვლა შესაძლებელია გარე კიბით. სახლის საცხოვრებელი სართული შედგება შესასვლელი, სასტუმრო, ორი საძინებელი და მომცრო ზომის ოთახისაგან. ასევე ფართისაგან, სადაც შესვლა და დათვალიერება ვერ მოხერხდა. შესასვლელი ოთახის იატაკი ხისაა, ხოლო კედლებზე ძირითადად გაკრულია შპალერი, ხოლო ნაწილობრივ გასალესია. სასტუმრო, ორი საძინებელი და მომცრო ზომის ოთახის იატაკზე დაგებულია პარკეტი, ხოლო კედლებზე გაკრულია შპალერი. სახლის საცხოვრებელი სართულის ქვევით მოწყობილია ფართი, რომელიც შედგება დანაყოფებისაგან და სარემონტო მდგომარეობაშია. ამასთან, ერთ დანაყოფში იატაკიდან ჭერამდე სიმაღლე დაახლოებით 1,74 მეტრია. შენობა-ნაგებობა #2 ნაშენებია სამშენებლო ქვითა და აგურით, ხოლო გადახურულია ე.წ. ,,შიფერით”. შენობაში შესვლა შესაძლებელია მომცრო კიბით. შენობა შედგება შესასვლელი, საცხოვრებელი, სამზარეულო და სააბაზანო ოთახისაგან. შესასვლელი ოთახის იატაკზე დაგებულია პარკეტი (ნაწილობრივ დაზიანებულ მდგომარეობაში), ხოლო კედლებზე გაკრულია შპალერი. საცხოვრებელი ოთახის იატაკზე დაგებულია პარკეტი, ხოლო კედლები შეღებილია. სამზარეულო ოთახის იატაკი ბეტონისაა, ხოლო კედლებზე ნაწილობრივ გაკრულია კაფელი (აღენიშნება დაზიანებები), ნაწილობრივ კი შეღებილია. სააბაზანო ოთახის იატაკზე დაგებულია მეტლახი, ხოლო კედლებზე ნაწილობრივ გაკრულია კაფელი. შენობა-ნაგებობა #2-ზე მიდგმულია ე.წ. ,,შიფერით” გადახურული, ფარდულის ტიპის ნაგებობა. მიწის ნაკვეთი ძირითადად ვაკე რელიეფისაა. მიწის ნაკვეთის ნაწილი მოასფალტებულ-მობეტონებულია, ხოლო გრუნტოვან ნაწილზე აღმოცენებულია მცენარეები. ნაკვეთზე განლაგებულია კაპიტალური საპირფარეშო და არასრულყოფილი სახით წარმოდგენილი, მომცრო ნაგებობა. უზრუნველყოფილია კომუნიკაციებით: ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი.
პირობასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება არ აქვს უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. სარეალიზაციო ქონებაზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება – იპოთეკა : იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი #130503818 დამოწმების თარიღი 22/05/2013. განცხადების რეგისტრაცია #882013231331. გარდამავალი უფლების ძირითადი თანხის ოდენობა წარმოადგენს 1) 3 500 აშშ დოლარს, თანხა წარმოადგენს მზარდს. 2) 2000 აშშ დოლარს, თანხა წარმოადგენს მზარდს. უძრავი ქონება დატვირთულია საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის უფლებით. 2014 წლის 14 აპრილის მდგომარეობით დავალიანება წარმოადგენს 1504.54 ლარს.
;