|
![]() |
კატეგორია:
სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი დმანისში
განაცხადის #:8644AM691414 აუქციონის #: 8644 ლოტის #: 6914 საქმის ნომერი: A13055424 დაწყება/დასრულება: 06/10/2014 15:00 - 15/10/2014 15:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 2125.0GEL
მიმდინარე ფასი :
31875.0 GEL
საწყისი ფასი: 31875.0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 425.0 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო. მისამართი: 1) ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 29ა (რუსთავის იუსტიციის სახლი) 2) ქ. თეთრიწყარო,კოსტავას ქ. #11 3) ქ. ბოლნისი,სულხან-საბას ქ. #113 4) ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ, #4 ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქალაქი დმანისი, ქუჩა ცურტაველის, #1ა | საქმის ნომერი | A13055424 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | დმანისი | რაოდენობა | 0 | მიწის ფართობი(მ²) | 950 | შენობის ფართობი(მ²) | 0 | საკადასტრო კოდი | 82.01.46.141 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | + | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | + | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 42500.0 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
მოკლე აღწერილობა | უძრავი ქონება მდებარეობს ქალაქი დმანისი, ქუჩა ცურტაველის, #1ა-ში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს დაზუსტებული ფართობით: 950.00 კვ.მ. და მასზედ განლაგებულ შენობა-ნაგებობებს (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:#1 განაშენიანების ფართი-80.75 კვ,მ #2 განაშენიანების ფართი-14.98 კვ,მ). მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა #1 წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც ნაშენებია ძირითადად სამშენებლო ქვით, ასევე აგურით, ხოლო გადახურულია ე.წ. ,,შიფერით”. საცხოვრებელი სახლის პირველი სართული შედგება სამი დანაყოფისაგან (ოთახისაგან). აღნიშნული დანაყოფები (ოთახები) სარემონტო მდგომარეობაშია. ამასთან, ერთ დანაყოფში (ოთახში) იატაკიდან ჭერამდე სიმაღლე დაახლოებით 2,11 მეტრია. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასვლა შესაძლებელია გარე კიბით. სახლის მეორე სართულზე განლაგებულია შესასვლელი, სამზარეულო, საცხოვრებელი, ორი საძინებელი და სველი წერტილების ოთახი. შესასვლელი, სამზარეულო და ერთი საძინებელი ოთახის იატაკი ხისაა, ხოლო კედლები გალესილია (შეთეთრებულია). მეორე საძინებელი ოთახის იატაკი ხისაა, ხოლო კედლები ნაწილობრივ გალესილია (შეღებილია), ნაწილობრივ კი გაკრულია შპალერი. ამასთან, აღნიშნული ოთახის რემონტს აღენიშნება დაზიანებები. საცხოვრებელი ოთახის იატაკი ხისაა, ხოლო კედლები შეღებილია. სველი წერტილების ოთახის იატაკზე დაგებულია მეტლახი, ხოლო კედლებზე გაკრულია კაფელი. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის რემონტი მოძველებულ მდგომარეობაშია. ამასთან, ერთ საძინებელ ოთახში იატაკიდან ჭერამდე სიმაღლე დაახლოებით 2,9 მეტრია. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის რემონტი მოძველებულ მდგომარეობაშია. საცხოვრებელ სახლს გააჩნია აივანი. მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა #2 წარმოადგენს მაღაზიას (კომერციულ ფართს), რომელიც ინსპექტირების თარიღისათვის არ ფუნქციონირებს. აღნიშნული ფართის იატაკზე დაგებულია ლინოლიუმი. ფართში შესვლა შესაძლებელია, როგორც გზის მხრიდან შესასვლელი კარით, ასევე საცხოვრებელი სახლის ეზოს მხრიდან შესასვლელი კარით. საცხოვრებელ სახლსა და შენობა-ნაგებობა #2-ს შორის განალაგებულია არარეგისტრირებული შენობა-ნაგებობა. ნაგებობაში განლაგებულია საპირფარეშო და სარემონტო მდგომარეობაში მყოფი ფართი. მიწის ნაკვეთზე ასევე განლაგებულია არარეგისტრირებული შენობა-ნაგებობა, რომელიც გადახურულია ე.წ. ,,შიფერით”. შენობა-ნაგებობა გამოიყენება დამხმარე დანიშნულებით (საქათმე).მიწის ნაკვეთზე განლაგებულია ხისგან აგებული სასათბურე კონსტრუქცია. ნაკვეთზე ასევე განლაგებულია გაურკვეველი დანიშნულების კონსტრუქცია (დაუსრულებელი სახით წარმოდგენილი). საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილია ტალავერი. მიწის ნაკვეთის ნაწილი მოასფალტებულია, ხოლო გრუნტოვან ნაწილზე გაშენებულია ნარგავები. უზრუნველყოფილია კომუნიკაციებით: ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი. |
პირობა | სარეალიზაციო ქონებაზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება – იპოთეკა: იპოთეკის ხელშეკრულება #043.0190475.001/01 , დამოწმების თარიღი 12/09/2011. განცხადების რეგისტრაცია #882011440869. იპოთეკარის განცხადების თანახმად დავალინება შეადგენს 1081.64 აშშ დოლარს და 300 ლარს. დატვირთულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით. 2014 წლის 06 ოქტომბრის მდგომარეობით დავალიანება წარმოადგენს 7767.11 ლარს. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |