ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 13:50:37
კატეგორია: სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განლაგებული საცხოვრებელი სახლი თეთრიწყაროში
განაცხადის #:8926AM705914
აუქციონის #: 8926
ლოტის #: 7059
საქმის ნომერი: A14018152
დაწყება/დასრულება: 16/10/2014 15:00 - 24/10/2014 15:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 625.0GEL
მიმდინარე ფასი : 9375.0 GEL
საწყისი ფასი: 9375.0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 125.0 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო.
მისამართი: 1) ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 29ა (რუსთავის იუსტიციის სახლი) 2) ქ. თეთრიწყარო,კოსტავას ქ. #11 3) ქ. ბოლნისი,სულხან-საბას ქ. #113 4) ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ, #4
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)რაიონი თეთრიწყარო, სოფელი ამლევისაქმის ნომერიA14018152
ქვეყანასაქართველოქალაქითეთრი წყარო
რაოდენობა0მიწის ფართობი(მ²)600
შენობის ფართობი(მ²)43.55საკადასტრო კოდი84.20.31.076
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა23
შეფასების თანხა12500.0
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649
მოკლე აღწერილობაუძრავი ქონება მდებარეობს რაიონი თეთრიწყარო, სოფელ ამლევში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს დაზუსტებული ფართობით: 600.00 კვ.მ. და მასზედ განლაგებულ შენობა-ნაგებობას (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:#1 განაშენიანების ფართი 43.55 კვ.მ.). მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა #1 წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, რომელიც ნაშენებია სამშენებლო წვრილი ბლოკით, ხოლო გადახურულია ე.წ. ,,შიფერით”. საცხოვრებელი სახლი ორსართულიანია (მანსარდით) და აღნიშნული სართულები შედგება დანაყოფებისაგან. საცხოვრებელი სახლი სარემონტო, კარკასულ მდგომარეობაშია. სახლის შიდა ფართის კედლები გასალესია, ხოლო საცხოვრებელ სახლს კარებები და ნაწილობრივ ფანჯრები არ გააჩნია. სახლის სართულებს შორის გამყოფი (იატაკი) დაუსრულებელი სახითაა წარმოდგენილი. ასევე მოსაწყობია სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. მიწის ნაკვეთი შემოუღობავ მდგომარეობაშია. მიწის ნაკვეთი უსწორმასწორო, დამრეცი რელიეფისაა და მასზედ აღმოცენებულია მცენარეები. სოფლის შიდა გზიდან უშუალოდ მიწის ნაკვეთზე შესასვლელი მოსაწესრიგებელია (მოსაწყობია). კომუნიკაციებით უზრუნველყოფის საკითხი დაუდგენელია.
პირობასარეალიზაციო ქონებაზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება – იპოთეკა: იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი #130964067 , დამოწმების თარიღი 13/09/2013. განცხადების რეგისტრაცია #882013444757. გარდამავალი უფლების ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 5000 აშშ დოლარს. თანხა წარმოადგენს მზარდს.
;