ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 01:04:20
კატეგორია: სამშენებლო მასალები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:მეორადი ლითონის მილი
განაცხადის #:28478BRF19199314
აუქციონის #: 28478
ლოტის #: 191993
დაწყება/დასრულება: 16/10/2014 17:00 - 31/10/2014 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 20000GEL
მიმდინარე ფასი : 19 GEL
საწყისი ფასი: 19 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
მისამართი: საქართველო, თბილისის. ვაკე-საბურთალოს რაიონი, ვაჟა ფშაველას გამზ. N76ბ
ტელეფონი: 995-2919060
თვისებები
ქალაქიტყიბულიქუჩა(დასახელება/ნომერი)ტყიბული ხარითვალას მონაკვეთი
ქვეყანასაქართველოშეფასების თანხა18.96
;
აღწერილობა
აღწერილობა

მისამართი/ტელეფონი

ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას #76ბ
ტელ: 291-90-60 m.jincharadze@water.gov.ge  577381313

 

მოკლე აღწერილობაექსპლოატაციაში ნამყოფი, მიწისქვეშ განთავსებული მაგისტრალურიქსელი, მეორადი ლითონის მილი, საორიენტაციო სიგრძით - 10 000 (ათიათასი) გრძივი მეტრი დ=220 მმ . 
აუქციონი გაიმართება ერთ გრძივ მეტრზე წარმოდგენილი ფასის მიხედვით
.
პირობა
საპრივატიზებო ქონების ზუსტი სიგრძე დაუზუსტებელია. გამარჯვებული ვალდებულია, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან (უფლებამოსილ წარმომადგენელთან) ერთად დააზუსტოს მილების სიგრძე;

მილების მიწიდან ამოღებისა და სიგრძის დაზუსტების ხარჯები ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს. ამავდროულად, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თავად უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ნებართვების ლიცენზიების თუ ადმინისტრაციული ორგანოების თანხმობის მიღება შესაბამისი სამუშაოების განხორციელებისათვის;

გამომდინარე იქედან, რომ მაგისტრალურიქსელი მიწის ქვეშ არის განთავსებული, რამოდენიმე ადგილზე კვეთს როგორცგზის სავალ ნაწილს, ასევე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ობიექტებს. იმის გათვალისწინებით,რომ წყალსადენის ქსელიდან მცირე ნაწილი გადის კერძო მფლობელობაშიარსებულ მიწის ნაკვეთებზე, მისი მიწის ნაკვეთიდან ამოღება დამოკიდებული იქნება შემძენსადა მესაკუთრეს შორის მოლაპარაკებაზე, რომლის შედეგებზე კომპანია პასუხისმგებელი ვერ იქნება. შესაბამისად,საპრივატიზებო   ქონების სიგრძის დაზუსტებამოხდება გამარჯვებულსა და მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკებების შედეგების გათვალისწინებით; 

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონში გამარჯვებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის ვადაში სრულად განახორციელოს ქონების მიწიდან ამოღება. ამასთან, გამარჯვებული ვალდებულია მიწის უკუჩაყრაზე გრუნტის პირველადი მდგომარეობის დაბრუნების მიზნით;

გამარჯვებული ვალდებულია მილების დემონტაჟიდან მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში გაიტანოს ამოღებული მილები ტერიტორიიდან. მილების ამოღებისა და სიგრძეების დაზუსტების შემდგომ თანხის დაფარვამდე მილების შენახვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს;

თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, მილების ამოღებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში. გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს მხარეების მიერ დაზუსტებული ქონების ის საფასური რაზეც განხორციელდა მიღება-ჩაბარება. ქონების საფასური განისაზღვრება მისი ერთეულის ღირებულებისა და დაზუსტებული სიგრძის ნამრავლით.

ქონების ტრანსპორტირებისა და სხვა ნებისმიერ ხარჯს უზრუნველყოფს აუქციონში გამარჯვებული შემსყიდველი.

შემსყიდველის მიერ შესასრულებელისამუშაოები უნდა შესრულდეს უსაფრთხოების ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისტანდარტების დაცვით.

აუქციონში გამარჯვებულს ხელშეკრულებითნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

;