ამობეჭდვის თარიღი: 28.04.2025 20:07:56
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
დასახელება:თბილისი – ბაკურციხის მიმართულებით , კახეთის გზატკეცილის 50 –ე კმ. P 730 მდებარე ორმხრივ სარეკლამო ხიდზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
განაცხადის #:1DBC19406914
აუქციონის #: 1
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 28/10/2014 12:00 - 10/11/2014 15:00
საგარანტიო თანხა: 486GEL
მიმდინარე ფასი : 1620 GEL
საწყისი ფასი: 1620 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 162 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მისამართი: დ.აღმაშენებლის ქ #9
ტელეფონი: 995-551215575
თვისებები
ქალაქისაგარეჯოქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თბილისი – ბაკურციხის მიმართულებით , კახეთის გზატკეცილის 50 –ე კმ. P 730ბრძანების ნომერი82
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი
;
აღწერილობა
აღწერილობა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა

აცხადებს  საჯარო    აუქციონს

საჯარო აუქციონი გაიმართება საჯარო აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს .

ლოტი I.    თბილისი – ბაკურციხის მიმართულებით ,    კახეთის  გზატკეცილის  50 –ე  კმ. P 730 მდებარე ორმხრივ სარეკლამო ხიდზე  გარე რეკლამის   განთავსების ნებართვა.

1. აუქციონზე გამოტანილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი – ბაკურციხის მიმართულებით კახეთის გზატკეცილის  50 –ე  კმ. P 730  მდებარე ორმხრივი სარეკლამო ხიდის, საერთო სარეკლამო ფართით 54 კვ.მეტრი, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.

2. აუქციონში გამარჯვებული (ნებართვის მფლობელი) გამოვლინდება ყველაზე მაღალი ფასის დაფიქსირების შედეგად.

3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელზე გაიცემა 1(ერთი) წლის ვადით. აღნიშნული ვადის დინება დაიწყება სანებართვო  მოწმობის გადაცემის დღიდან.

4. გამოცხადებულ ლოტზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყის სააუქციონო ფასად განისაზღვროს ფიქსირებული ფასი – 1კვ.მეტრზე 30(ოცდაათი) ლარი.

5. აუქციონში მონაწილეთათვის განისაზღვროს: ა) საწყისი სააუქციონო ფასი 1620(ათას ექვსას ოცი) ლარი; ბ) ბე 486(ოთხას ოთხმიცდა ექვსი) ლარი; გ) ბიჯის სიდიდე 162(ას სამოცდა ორი) ლარი; დ) აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 20(ოცი) ლარის ოდენობით;

6. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით 12 საათამდე.

7. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს: ა.ა. ინფორმაციას მონაწილეზე (მისი ვინაობა, მისამართი); ა.ბ. აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე; ა.გ. განაცხადის წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას.

ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. (ბილეთის საფასურისა და ბეს გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს ფიზიკური პირის შემთხვევაში;

დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

8. ბეს და აუქციონის მონაწილის ბილეთის ფასის ჩასარიცხი რეკვიზიტებია:

მიმღები: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ს/კ 238154849 ლიბერთი ბანკის საგარეჯოს ფილიალი ანგარიში # GE50LB0610000933030066 ბანკის კოდი  LBRTGE22.

9. აუქციონში მონაწლის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს:

ერთიანი ანგარიში (არასაგადასახადო); ანგარიში 200122900   სახელმწიფო ხაზინა    ბანკის კოდი  TRESGE22  სახაზინო კოდი 300553282.

10. აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში; ქ.საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. # 9.

11. საჯარო აუქციონი გაიმართება .საგარეჯო.აღმაშენებლის . №9–შისაგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მე–4 სართულზე სხდომათა დარბაზში საჯარო აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს - 15 საათზე.

12. ნებართვის მფლობელი ნებართვის საფასურს გადაიხდის სამ თვეში ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის მესამე თვის მომდევნო 10(ათი) სამუშაო დღის ვადაში, ნებართვის საბოლოო ფასისა და ვადის ფარდობის შესაბამისად, მითითებულ ანგარიშზე.

საიდენტიფიკაციო კოდი  238154849;  სახაზინო კოდი  300551146;  ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, 

ანგარიში  200122900;   სახელმწიფო ხაზინა     ბანკის კოდი  TRESGE22.

13. კომისიაში გაყალბებული დოკუმენტის წარმოდგენა ან მონაწილის მხრიდან ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედება გახდება მონაწილის აუქციონიდან მოხსნის საფუძველი.

14. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.

15. ნებართვის მფლობელს ეკისრება ვალდებულება განახორციელოს გარე რეკლამის საშუალებების მოვლა – პატრონობა და სწორი ექსპლუატაცია.

16. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს გარე რეკლამის განთავსების საფასურის გადახედვა 6(ექვსი) თვეში ერთხელ, საბაზრო ფასის ცვლილებების გათვალისწინებით. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით. 595 09 44 00


მოკლე აღწერილობა


პირობა
ბრძანების ნომერი82ქვეყანასაქართველო
ქალაქისაგარეჯოქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი საგარეჯო დ.აღმაშენებლის 9
სარგებლობაში გადაცემის ვადა1წელი
;