|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:პირობებიანი ელექტრონული აუქციონი ქალაქ მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქ. N25-ში მდებარე 930 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 72.07.07.890) და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 747 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ის ტერასაზე (ფართით 268,21 კვ.მ. ს/კ 72.07.07.891.01.502)
განაცხადის #:69033HOL22607615 აუქციონის #: 69033 ლოტის #: 226076 დაწყება/დასრულება: 27/04/2015 15:00 - 05/05/2015 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 46944.6GEL
დასრულების დრო: 05.05.2015 12:00:00
გაყიდვის ფასი : 172130.2000 GEL
საწყისი ფასი: 156482 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 15648.2 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი მისამართი: მცხეთის რაიონი / ქ.მცხეთა ანტიოქიის ქ. N7 ტელეფონი: 995-322512170 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქ. მცხეთა, დ. აღმაშენებლის ქ. N25 | მიწის ფართობი(მ²) | 930 | ქვეყანა | საქართველო | შენობის ფართობი(მ²) | 268.21 | საკადასტრო კოდი | მიწის ს/კ 72.07.07.890 და ტერასის ს/კ 72.07.07.891.01.502 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | შეფასების თანხა | 156482 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | 930 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქალაქ მცხეთაში გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაცილებულია 40 მეტრით ტერასა წარმოადგენს კაპიტალურად ნაგები ორსართლიანი არასაცხოვრებელი სახლის ბრტყელი გადახურვის (რკინა-ბეტონით დახურვა) შედეგად არსებულ ფართს, ტერასის იატაკი მოპირკეთებულია მეტლახის ფილებით, ხოლო ტერასის გვერდით საზღვრები მთელ ფართზე ამოშენებულია 0,80 მეტრ სიმაღლეზე აგურით, რომელსაც ზემოდან დაშენებული აქვს 10-12 სმ. სიმაღლეზე გათლილი ქვა. ტერასის საყრდენს წარმოადგენს კაპიტალურად ნაგები ორსართულიანი რკინა-ბეტონის შენობა, მისი ვიზუალური დათვალიერებით მასზე არ შეინიშნება რაიმე ბზარები, ამდენად ტერასის საყრდენი შენობა მდგრადია. საკონტაქტო პირი ირაკლი გარსევანიშვილი ტელ: 599099992 |
მოკლე აღწერილობა | უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძე¬ნილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; - ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის დასაკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოშირეგისტრაციის შემდეგ; -ნაკისრი ვალდებულებებიშესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. - ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით,ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს. - ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. -ქონების შემძენი ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს. |
პირობა | აუქციონის პირობად განისაზღვრა შემდეგი: ა) არანაკლებ 150000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ჩატარება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 747 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ის პირველი და მეორე სართულების (შემდგომში ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლა, ს/კ 72.07.07.891.01.500 და 72.07.07.891.01.501) გაუმჯობესების მიზნით და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 72.07.07.892) ინფრასტრუქტურის მოწყობა. პირობის შესრულების ვადა განისაზღვროს 24 (ოცდაოთხი)თვით. ბ)აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონისგამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებამდე წარმოადგინოს სარემონტო სამუშაოებისღირებულების, 150000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის 50%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობისაბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღითუნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების ვადას. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება ქონების შემძენს გადაეცემა შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების და ელექტრონული აუქციონის აღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |