|
![]() |
კატეგორია:
სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განლაგებული საცხოვრებელი სახლი ბოლნისში
განაცხადის #:15815AM1090815 აუქციონის #: 15815 ლოტის #: 10908 საქმის ნომერი: A13024855 დაწყება/დასრულება: 11/05/2015 15:00 - 19/05/2015 15:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 5100.0GEL
მიმდინარე ფასი :
76500.0 GEL
საწყისი ფასი: 76500.0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1020.0 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო. მისამართი: 1) ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 29ა (რუსთავის იუსტიციის სახლი) 2) ქ. თეთრიწყარო,კოსტავას ქ. #11 3) ქ. ბოლნისი,სულხან-საბას ქ. #113 4) ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ, #4 ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | რაიონი ბოლნისი, სოფელი ფარიზი | საქმის ნომერი | A13024855 | მიწის ფართობი(მ²) | 3390 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბოლნისი | რაოდენობა | 0 | შენობის ფართობი(მ²) | 0 | საკადასტრო კოდი | 80.01.63.034 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | + | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 23 | შეფასების თანხა | 102000.0 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649 |
მოკლე აღწერილობა | უძრავი ქონება მდებარეობს რაიონი ბოლნისი, სოფელ ფარიზში. წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზედ განლაგებულ შენობა-ნაგებობებს. მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა #01 (შენობა-ნაგებობების ნუმერაცია მოცემულია საკადასტრო გეგმის მიხედვით) წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს. სახლის პირველი სართულიდან კიბით ჩასვლა შესაძლებელია სათავსო ოთახში. ამასთან, აღნიშნული სათავსო ოთახის იატაკი მობეტონებულია, ხოლო იატაკიდან ჭერამდე სიმაღლე დაახლოებით 1,87 მეტრია. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასვლა შესაძლებელია გარე კიბით. საცხოვრებელი სახლის ძირითად ფართში შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა. სახლს გააჩნია აივანი. შენობა-ნაგებობა #02 წარმოადგენს ღია ტიპის ნაგებობას, რომელიც გადახურულია თუნუქის ფურცლებით. ფართის იატაკზე დაგებულია ფილები, ხოლო გადახურვის ქვევით მოწყობილია ბუხარი. შენობა-ნაგებობა #03 მიდგმულია შენობა-ნაგებობა #01-ზე და გადაბმულია შენობა-ნაგებობა #05-ზე. ნაგებობა გადახურულია ე.წ. ,,შიფერით”. შენობა შედგება ერთი სათავსო ოთახისაგან და ფართისაგან სადაც შესვლა ვერ მოხერხდა. შენობა-ნაგებობა #04 მიდგმულია შენობა-ნაგებობა #01-ზე. შენობა ორსართულიანია და გამოიყენება საცხოვრებელი დანიშნულებით. ნაგებობის პირველ სართულზე განლაგებულია შესასვლელი და მისგან თაღით გამოყოფილი სამზარეულო ოთახი. ასევე სააბაზანო, საპირფარეშო და მომცრო ზომის დამხმარე ოთახი. შესასვლელი ოთახის იატაკზე ძირითადად დაგებულია ლამინატი, ხოლო კედლებზე გაკრულია ძირითადად შპალერი. ამასთან, შესასვლელ ოთახში მოწყობილია ღუმელი. სამზარეულო ოთახის იატაკზე დაგებულია მეტლახი, ხოლო კედლებზე ნაწილობრივ გაკრულია კაფელი, ხოლო ნაწილობრივ შპალერი. სააბაზანო და საპირფარეშო ოთახის იატაკზე დაგებულია მეტლახი, ხოლო კედლებზე გაკრულია კაფელი. შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე ასვლა შესაძლებელია გარე კიბით (კიბე საერთოა შენობა-ნაგებობა #01-თან). შენობის მეორე სართულზე განლაგებულია ერთი ოთახი, რომლის იატაკიც დაპრესილი ხისაა, ხოლო კედლები გაჯითაა გალესილი. ამასთან, ოთახი სარემონტო მდგომარეობაშია, ხოლო ოთახის იატაკიდან ჭერამდე სიმაღლე დაახლოებით 2,63 მეტრია. შენობა-ნაგებობა #05 მიდგმულია შენობა-ნაგებობა #01-ზე და გადაბმულია შენობა-ნაგებობა #03-ზე. შენობა-ნაგებობაში შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა. მიწის ნაკვეთი ძირითადად ვაკე, ოდნავ დამრეცი რელიეფისაა. მიწის ნაკვეთის ნაწილი მოპირკეთებულია ფილებით. ნაკვეთზე გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები. მიწის ნაკვეთზე განლაგებულია ე.წ. ,,შიფერით” გადახურული დამხმარე შენობა-ნაგებობები, ასევე საპირფარეშო და კაპიტალურად ნაშენები მომცრო შენობა (საქათმე). საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილია ტალავერი. სახლის ეზოში ჩამოედინება წყალი (სავარაუდოდ სარწყავი არხი). უზრუნველყოფილია კომუნიკაციებით: ელ. ენერგია, წყალი. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |