ამობეჭდვის თარიღი: 29.04.2025 21:17:32
კატეგორია: სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განლაგებული საცხოვრებელი სახლი მარნეულში
განაცხადის #:18310AM1236515
აუქციონის #: 18310
ლოტის #: 12365
საქმის ნომერი: A15016176
დაწყება/დასრულება: 17/07/2015 15:00 - 27/07/2015 15:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 9550.0GEL
მიმდინარე ფასი : 95500.0 GEL
საწყისი ფასი: 95500.0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1910.0 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო.
მისამართი: 1) ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 29ა (რუსთავის იუსტიციის სახლი) 2) ქ. თეთრიწყარო,კოსტავას ქ. #11 3) ქ. ბოლნისი,სულხან-საბას ქ. #113 4) ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ, #4
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი მარნეული, ქუჩა ლერმონტოვის, #34საქმის ნომერიA15016176
ქვეყანასაქართველოქალაქიმარნეული
რაოდენობა0მიწის ფართობი(მ²)770
შენობის ფართობი(მ²)0საკადასტრო კოდი83.02.04.321
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია+
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი+
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა23
შეფასების თანხა191000.0
;
აღწერილობა
აღწერილობაუძრავი ქონება მდებარეობს ქალაქი მარნეული, ქუჩა ლერმონტოვის, #34-ში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დაუზუსტებელი ფართობით: 770.00 კვ.მ. და მასზედ განლაგებულ შენობა-ნაგებობებს (შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 159.68). მიწის ნაკვეთზე განლაგებულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ნაშენებია სამშენებლო ქვით, აგურითა და სამშენებლო წვრილი ბლოკით. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განლაგებულია შესასვლელი, სასტუმრო, ორი საძინებელი და სამზარეულო ოთახი. ასევე ღია და დამხმარე ფართი. სახლის პირველი სართულის ქვევით განლაგებულია დამხმარე ფართი (დათვალიერება ვერ მოხერხდა). საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასვლა შესაძლებელია გარე კიბით. სახლის მეორე სართულზე განლაგებულია სასტუმრო, ორი საძინებელი და მომცრო ზომის ოთახი. სახლს გააჩნია აივანი. საცხოვრებელი სახლის რემონტი ნაწილობრივ მოძველებულ, ნაწილობრივ კი საშუალო მდგომარეობაშია. მიწის ნაკვეთზე ასევე განლაგებულია ორსართულიანი შენობა-ნაგებობა, რომლის პირველ სართულზე განლაგებულია ავტოფარეხი და სარდაფი. ამასთან, აღნიშნულ დანაყოფებზე მიდგმულია გომური. შენობის მეორე სართულზე ასვლა შესაძლებელია გარე კიბით, ხოლო მეორე სართულზე განლაგებულია ერთი საცხოვრებელი ოთახი და აივანი. მიწის ნაკვეთზე განლაგებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა, რომელშიც მოწყობილია საპირფარეშო. მიწის ნაკვეთზე განლაგებულია ფარდულის ტიპის ნაგებობები. მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ მობეტონებულია, ხოლო გრუნტოვან ნაწილზე აღმოცენებულია მცენარეები. საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილია ტალავერი. უზრუნველყოფილია კომუნიკაციებით: ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი.

--------------------------------------------------
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649
მოკლე აღწერილობამიწის ნაკვეთი და მასზედ განლაგებული საცხოვრებელი სახლი მარნეულში
პირობასარეალიზაციო ქონებაზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება – იპოთეკები: სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი #1-6396, დამოწმების თარიღი 02/05/2008, განცხადების რეგისტრაციის ნომერი #882008129662. 1)იპოთეკარის მოთხოვნა 5600 აშშ დოლარი. 2) იპოთეკარის მოთხოვნა 3300 აშშ დოლარი. თანხები წარმოადგენს მზარდს. ორ იპოთეკარს, თანხის მოთხოვნა არ გააჩნია.
;