|
კატეგორია:
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გლოლასა და კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორია, სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინების) შესწავლა-მოპოვება.
განაცხადის #:116DQB115 აუქციონის #: 116 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 30/11/2015 12:00 - 30/11/2015 18:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 65450GEL
დასრულების დრო: 30.11.2015 18:00:00
გაყიდვის ფასი : 143550.0000 GEL
საწყისი ფასი: 130500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 13050 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: გარემოს ეროვნული სააგენტო მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ 150 ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გლოლასა და კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორია | Rs რუკის მხარდაჭერა | - |
აღწერილობა
|
აღწერილობა | გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით:საგარანტიო თანხის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი თანხა ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს(ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საინდიფიკაციო კოდი).დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: (032) 2 601-601 ან (032) 243-95-57 | |||||||||||||||||||
პირობა | საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 20 წელი. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა განახორციელოს არა უმეტეს 5 წლის ვადაში. არაუგვიანეს შესწავლის ვადის ამოწურვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად შესაბამის ორგანოში წარადგინოს შესწავლის მასალები. ბ) მარაგების დამტკიცებისა და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდგომ, შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაშ ილიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა(ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით); გ) მარაგების დამტკიცების შემდეგ ლიცენზიატი ვალდებულია, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობისლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესისშესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენისფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მისმიერ გადასახდელ თანხაზე; ზემოაღნიშნულითანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდეგ ლიცენზიანტი უფლებამოსილია, განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება; დ) თუ სალიცენზიო ფართობზე დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ნაკლებია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე, ამ შემთხვევაში მეტობით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას; ე) ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარები სმიზნით 5 წლის ვადაში დახარჯოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი)ლარი. ვ) შესწავლის პერიოდში უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის(არანაკლებ 50 ადამიანის) დასაქმება; ზ)ლიცენზიის ძალაში შესვლიდან,შესწავლის პერიოდში,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით,რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში; თ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში სოფელ გლოლაშია აშენოს საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ადგილზე და პირობებით; ი) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ-გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა,რომელიც მოიცავს„ე“პუნქტში მითითებული თანხის ხარჯვის ანგარიშს; კ) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას; ლ) მოქალაქეებს არშეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა; მ) ხელი არშეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას; ნ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს საბადოს კომპლექსური ათვისება; ო) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს,,ე“ პუნქტით გათვალისწინებულ შესწავლის პერიოდშიგანსახორციელებელი 5 000 000 ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიცუნდა მოიცავდეს დეტალურ და დასაბუთებულ ინფორმაციას შესწავლის პერიოდშიჩასატარებელი სამუშაოებისა (ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევიხარჯების შესახებ, მათ შორის, კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადისხანგრძლივობის თაობაზე. წარმოდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებშისავალდებულოდ შესასრულებელი პირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევსკანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს. პ) სახელმწიფო უფლებამოსილია, წინამდებარე სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულისშესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიითგანსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან; ჟ) სასარგებლოწიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კერძოსაკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით. რ) სალიცენზიოობიექტზე სამუშაოების ჩატარება უნდა განხორციელდეს ქვეყანაში მოქმედი სამთოსაქმისათვის მიღებული წესებისა და ნორმების დაცვით. ს) ლიცენზიის მფლობელმასამუშაოების ჩატარების დროს არ დაუშვას სამთო გამონამუშევრების ჩაყრა მდ.ბუბისწყლის კალაპოტში. ტ) „თბილისას“ მყინვარის სიახლოვის გამო,დაუშვებელია სალიცენზიო ობიექტზე ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება, უ) ლიცენზიის მფლობელმაშეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“,,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღისშესახებ“ საქართველოს კანონებით დაშესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან,,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკურიფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივაცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |