პირობა | საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 20 წელი.
სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა განახორციელოს არა უმეტეს 5 წლის ვადაში. არაუგვიანეს შესწავლის ვადის ამოწურვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად შესაბამის ორგანოში წარადგინოს შესწავლის მასალები; ბ) ლიცენზიის მფლობელმა მარაგების დამტკიცებისა და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდგომ, შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით); გ) მარაგების დამტკიცების შემდეგ ლიცენზიატი ვალდებულია, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე; ზემოაღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდეგ ლიცენზიანტი უფლებამოსილია, განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება; დ) თუ სალიცენზიო ფართობზე დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ნაკლებია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე, ამ შემთხვევაში მეტობით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას; ე) ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით 5 წლის ვადაში დახარჯოს არანაკლებ 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი; ვ) შესწავლის პერიოდში უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის (არანაკლებ 50 ადამიანის) დასაქმება; ზ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 24 თვის განმავლობაში უზრუნველყოს სოფელ ღებში პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის საჭირო შენობის მშენებლობა/რეაბილიტაცია; თ) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთ თვის ვადაში სსიპ -„გარემოს ეროვნულ სააგენტო“-ში წარმოადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მოიცავს „ე“ პუნქტში მითითებული თანხის ხარჯვის ანგარიშს; ი) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას; კ) მოქალაქეებს არ შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა; ლ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას; მ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს საბადოს კომპლექსური ათვისება; ნ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ,,ე“ პუნქტით გათვალისწინებულ შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი 6 000 000 ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ და დასაბუთებულ ინფორმაციას შესწავლის პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოებისა (ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, მათ შორის, კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადის ხანგრძლივობის თაობაზე. წარმოდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებში სავალდებულოდ შესასრულებელი პირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს; ო) სახელმწიფო უფლებამოსილია, წინამდებარე სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან; პ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით; ჟ) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. |
აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. |